პავლე მტბევარი — ტბეთის ეპისკოპოსი, მოღვაწეობდა XII საუკუნეში.
მისი დაკვეთით გადამწერმა იოვანე ფუკარალისძემ შექმნა ტბეთის II ოთხთავი. იგი ტბეთის მონასტრისათვის გადაწერილი მეორე სახარებაა (იხ. ტბეთის I სახარება). პავლე მტბევარი ოთხთავის ანდერძში განმარტავს, რომ ძველი ხელნაწერი ასომთავრულით იყო შესრულებული და რთულად იკითხებოდა, ამიტომაც გახდა საჭირო ახალი, ნუსხურად ნაწერი ოთხთავის შექმნა[1]. ტბეთის II ოთხთავი დათარიღებულია 1161-1165 წლებით.
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ კ. დანელია, ზ. სარჯველაძე, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1997, გვ. 219