1942 წელს საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო ქარხანაში. 1943 წელს მოხალისედ წავიდა საბჭოთა არმიის რიგებში. ჩარიცხეს ეისკის საზღვაო მფრინავ-გამანადგურებელთა საავიაციო სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1945 წელს. მონაწილეობდა იაპონიასთან ომში. 1959 წელს დაამთავრა სამხედრო-საჰაერო აკადემია. 1965 წლის 18 მარტს ა. ლეონოვთან ერთად გაფრინდა კოსმოსში „ვოსხოდ-2“-ით (იყო ხომალდის მეთაური). გაიყვანა ხომალდი ორბიტაზე. 26 სთ იფრინა კოსმოსში, 17-ჯერ შემოუარა დედამიწას და დაფარა 720 ათას კმ-ზე მეტი.