ოჟიოს წმინდა თომას ეკლესია

ოჟიოს წმინდა თომას ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჟიოში, განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ნაგებია რიყის ქვით - ტლანქად. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია. ეკლესია ნახევრად დანგრეულია და მიწაშია ჩამჯდარი. ერთადერთი შესასვლელი სამხრეთიდან აქვს (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი). აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდაში, ერთი სწორკუთხა სარკმელი და ორი მცირე სწორკუთხა ნიშია. რიყის ქვით ნაგებ ტრაპეზს თითქმის მთელი აფსიდა უკავია. კონქი სხმულია, ტლანქი. ეკლესია ცილინდრული კამარით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია კამარის ჩრდილოეთ ფერდი). ფასადებზე შემორჩენილია რიყის წვრილი ქვის ლავგარდნის (გვიანდელია) ფრაგმენტები.

ლიტერატურა

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!