ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი)
ომარ რევაზის ძე კილასონია (დ. 2 მაისი, 1941) — ქარელის რაიკომის პირველი მდივანი 1978-1989 წლებში. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი. არის 15 სამეცნიერო შრომის ავტორი.
ბიოგრაფია
დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. 1959 წლიდან იყო კოლმეურნე, 1960-1965 წლამდე სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სტუდენტი. 1965-1974 წლამდე ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კოლხეთის საცდელი სადგურის მეცნიერი თანამშრომელი, განყოფილების გამგე, დირექტორი. 1969 წელს დაამთავრა აღნიშნული ინსტიტუტის ასპირანტურა.
პარტიული მოღვაწეობა
სკკპ წევრი 1970 წლიდან. 1974 წლიდან საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის განყოფილების ინსტრუქტორი. 1977 წლიდან საქართველოს კომპარტიის ქარელის რაიკომის მეორე მდივანი, ხოლო 1978 წლიდან პირველი მდივანი. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი. საქართველოს სსრ მეცხრე და მეათე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
ნაშრომი
„ქარელი ისტორიის ანალებში“ — წიგნში მოთხრობილია ქარელის რაიონის თითოეული სოფლის ისტორია, რომელსაც რაიკომის მდივნად მუშაობის პერიოდში სხვადასხვა დოკუმენტურ წყაროებში გასცნობია ავტორი. წიგნი მნიშვნელოვანი დოკუმენტური წყაროა ამჟამად, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების მდგომარეობის, მოსახლეობის, გვარების და ა.შ. შესასწავლად.