ოლივია იზაბელ როდრიგო (ინგლ.Olivia Isabel Rodrigo; დ. 2003 წლის 20 თებერვალი, მურიეტა, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და მსახიობი. მან პოპულარობა მოიპოვა 2010-იანი წლების ბოლოს დისნეის სატელევიზიო გადაცემებში Bizaardvark და High School Musical: The Musical: The Series მონაწილეობით.
2020 წელს ხმისჩამწერ ლეიბლებთან Geffen-თან და Interscope Records-თან ხელმოწერის შემდეგ, როდრიგომ გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Drivers License". კომპოზიციამ მოხსნა მრავალი რეკორდი და გახდა 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სიმღერა. ასევე, მუსიკოსმა გამოუშვა სინგლები „Deja Vu" და „Good 4 U" თავისი სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომიდან Sour. ალბომს კრიტიკული და კომერციული წარმატება ხვდა წილად და მოიპოვა სხვადასხვა ჯილდო, მათ შორის სამი გრემი.
ოლივია როდრიგოს ამ დროისთვის გამოცემული აქვს ორი სტუდიური ალბომი, Sour (2021) და Guts (2023). Guts-მა გრემის 6 ნომინაცია მოიპოვა, ალბომის ერთ-ერთი სიმღერა "ballad of a homeschooled girl" წარდგენილი იყო წლის საუკეთესო როკ სიმღერის ნომინაციაში.
2023 წლის 3 ნოემბერს გამოვიდა მისი სინგლი „Can't Catch Me Now“, ფილმიდან „შიმშილის თამაშები: ბალადა გველებსა და მომღერალ ჩიტებზე“[4].
როდრიგომ საბავშვო ბაღში დაიწყო ვოკალის პედაგოგთან სიარული და მალევე ისწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა.[9] მუსიკოსი მალევე დაინტერესდა მსახიობის პროფესიით და მრავალ სასკოლო სპექტაკლში მიიღო მონაწილეობა. როდრიგო 12 წლის ასაკში უკვე უკრავდა გიტარაზე.
როდრიგო პირველად გამოჩნდა ეკრანზე Old Navy-ის რეკლამაში. ცოტა ხნის შემდეგ, 2015 წელს, თორმეტი წლის ასაკში, მან შეასრულა თავისი პირველი როლი ფილმში An American Girl: Grace Stirs Up Success.
2019 წლის თებერვალში მან მიიღო ნინი სალაზარ-რობერტსის როლი Disney+-ის სერიალში High School Musical: The Musical: The Series, რომლის პრემიერა შედგა იმავე წლის ნოემბერში. შოუს საუნდტრეკისთვის როდრიგომ დაწერა კომპოზიციები „All I Want" და დაწერა „Just for a Moment" ჯოშუა ბასეტთან ერთად.
როდრიგომ მუსიკალური კარიერის დასაწყისში კონტრაქტი გააფორმა Interscope Records-სა და Geffen Records-თან 2020 წელს. 2021 წლის 8 იანვარს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი „Drivers License", რომელიც მან დაწერა პროდიუსერ დენ ნიგროსთან ერთად.[10][11][12] კომპოზიციამ კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა[13] და მოხსნა Spotify-ის რეკორდი. ჩანაწერი პირველ ადგილზე გავიდა Billboard Hot 100-სა და ასევე სხვა მრავალი ქვეყნის ჩარტში.[14][15][16]
2021 წლის 1 აპრილს, როდრიგომ გამოუშვა ახალი სინგლი, „Deja Vu", რომელიც მერვე ადგილზე გავიდა Billboard Hot 100-ში. მესამე სინგლი „Good 4 U", რომელიც წინ უძღოდა სადებიუტო ალბომს, გამოვიდა 2021 წლის 14 მაისს.[17][18] ის პირველ ადგილზე გავიდა Billboard Hot 100-ში. მუსიკოსის სადებიუტო სტუდიური ალბომი, Sour, გამოვიდა 2021 წლის 21 მაისს.[19]
2021 წლის ივნისში როდრიგომ YouTube-ზე გამოუშვა ფილმი ალბომის შესახებ - Sour Prom. 2021 წლის 6 დეკემბერს როდრიგომ განაცხადა მსოფლიო ტურის დაწყების შესახებ.
2022 წლის 17 თებერვალს როდრიგომ გამოუშვა დოკუმენტური ფილმის თრეილერი Olivia Rodrigo: Driving Home 2 U. ფილმი გამოვიდა 2022 წლის 25 მარტს.
როდრიგომ მიიღო შვიდი ნომინაცია გრემის 64-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, მათ შორის საუკეთესო ახალი შემსრულებელი, წლის ალბომი Sour-ისთვის, ასევე წლის ჩანაწერი და წლის სიმღერა კომპოზიციისთვის „Drivers License". მან მოიგო ჯილდოები საუკეთესო ახალი შემსრულებლის, საუკეთესო პოპ ვოკალური ალბომისა და საუკეთესო პოპ სოლო შესრულების ნომინაციებში.[20]
როდრიგო გახდა სამომხმარებლო სილამაზის ბრენდის Glossier-ის პირველი სელებრითი პარტნიორი 2022 წლის აპრილში.[21]
ოლივია Time-მა 2021 წლის შემსრულებლად დაასახელა. ბილბორდმა როდრიგო წლის ქალ შემსრულებლად დაასახელა 2022 წლის Billboard Women in Music დაჯილდოებაზე. მან ასევე მიიღო „წლის სიმღერების ავტორის" ჯილდო Variety-ის დაჯილდოებაზე და 2022 წლის ASCAP-ის დაჯილდოებაზე.[25][26]