ნინო ზაქარიას ასული მაისურაძე (დ. 7 მარტი, 1927, თბილისი — გ. 17 ივნისი, 2018, იქვე) — ქართველი პათოფიზიოლოგი, რეპროდუქტოლოგი, რეპროდუქტოლოგიის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1978), პროფესორი (1989), სამედიცინო ბიოლოგიისა (1997) და სამედიცინო-სოციალური მეცნიერებათა აკადემიების ნამდვილი წევრი (1998).
ბიოგრაფია
1949 წელს დაამთავრა თსსი. 1958-1963 წლებში იყო ქალის ფიზიოლოგიისა და პათოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათოფიზიოლოგიის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, შემდგომ — ამავე ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 2005-2014 წლებში — ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის საორგანიზაციო–მეთოდური განყ-ბის გამგე; 1989-1995 წლებში — თსსი-ის პათოფიზიოლოგიის კათედრის, 1993-1998 წლებში კი – სამედიცინო აკადემიის რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი, 2001-2007 წლებში რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი.
მაისურაძეს ეკუთვნის სამეცნ. ნაშრომები, რ-ებიც ეხება ფიზიოლოგიის, პათოფიზიოლოგიის, ენდოკრინოლოგიის, რეპროდუქტოლოგიის აქტ. საკითხებს, სამედ. ტერმინთა მართლწერას.
მაისურაძე იყო მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი. მიღებული ჰქონდა სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის ღირსების ორდენი (1998).
რესურსები ინტერნეტში