ნიკოლოზ კალაძე

ნიკოლოზ კალაძე (დ. 28 მაისი, 1909, კულაში — გ. 29 მარტი, 1997) — ქართველი სამხედრო პირი, გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია

1927 წელს დაამთავრა თბილისის სამხედრო მეთაურთა ქართული გაერთიანებული სკოლა და 1933 წელს საზოგადოებრივ-ეკონომიკური ფაკულტეტი თბილისის პედაგოგიურ ინსტიტუტში.[1] 1938 წლის მიწურულს დაინიშნა დივიზიის პოლიტგანყოფილების უფროსად კიევის განსაკუთრებულ სამხედრო ოლქში, 1939 წელს მიანიჭეს დივიზიის სამხედრო კომისრის სტატუსი.მონაწილეობდა დასავლეთ უკრაინის განთავისუფლებაში (1939), იბრძოდა თეთრფინელების წინააღმდეგ (1940), დიდი სამამულო ომის (1941-1944) დროს ეკავა დივიზიის მეთაურის მოადგილის პოზიცია (1942-დან) და შემდგომში მეთაურის პოზიცია(1943-დან). მონაწილეობას იღებდა ხარკოვთან, კიევთან, ლვოვთან, სტალინგრადთან, დონის ველზე, კურკსთან და უკრაინაში გამართულ ბრძოლებში. ასევე ჩართული იყო ბერლინის ოპერაციაში და პოლონეთის განთავისუფლებაში. მეთაურობდა სამხედრო შენაერთებს კ. ვოროშვილის სახელობის უმაღლესი სამხედრო აკადემიის დამთავრების (1948) შემდეგ. 1962 წლიდან თადარიგში იმყოფებოდა. იყო სამხედრო-ისტორიული ნარკვევების ავტორი.

ჯილდოები

  • 1940-წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • 1940-წითელი დროშის ორდენი(4 ორდენი)
  • 1944-სუვოროვის სახელობის II ხარისხის ორდენი
  • 1945-სუვოროვის სახელობის II ხარისხის ორდენი
  • 1945-ლენინის ორდენი
  • 1950-ლენინის ორდენი
  • 1985-სამამულო ომის I ხარისხის ორდენი

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!