ნიკოლოზ როსტომის ძე აბაშიძე-ფინეზიშვილი — იმერეთის აჯანყების (1819-1820) აქტიური მონაწილე. 1819 ფარულად გაემგზავრა ახალციხის ფაშასთან და აჯანყებულთათვის თოფ-იარაღი ჩამოიტანა. 1820 თავი შეაფარა გურიას, სადაც მონაწილეობა მიიღო პოლკოვნიკ პუზირევსკის რაზმთან შეტაკებაში. შემდეგ ახალციხეში გაიხიზნა. რუსეთის მთავრობამ მამული ჩამოართვა, ოჯახი კი რუსეთში გადაუსახლა.