ნიზამ ალ-მულქი

ნიზამ ალ-მულქი
სელჩუკთა იმპერიის ვეზირი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
29 ნოემბერი, 1064 – 14 ოქტომბერი, 1092
მონარქი  ალფ-არსლანი, მალიქ-შაჰი
წინამორბედიალ-კუნდური
მემკვიდრეტაჯ ალ-მულქ აბულ ღანაიმი

დაბადებული10 აპრილი, 1018
ტუსი, ირანი
გარდაცვლილი14 ოქტომბერი, 1092
ნეჰავენდი, ირანი
მამაალი იბნ იშაქი
მეუღლეუცნობი ბაგრატიონი პრინცესა
შვილებიაჰმედ იბნ ნიზამ ალ-მულქი,
შამს ალ-მულქ ოსმანი,
აბულფას ფაკრ ალ-მალიქი,
მუაიდ ალ-მულქი,
ჯემალ ალ-მულქი,
ფაკრ ალ-მულქი,
იზ ალ-მულქი,
იმად ალ-მულქ აბულ-კასიმი,
საფია
რელიგიასუნიტური ისლამი

აბუ ალი ალ ჰასან ბენ ალი ბენ ისაკ ალ-თუსი , უფრო ცნობილი როგორც ნიზამ ალ-მულქი (სპარს. نظام‌الملک (დ. 10 აპრილი, 1018 — გ. 14 ოქტომბერი, 1092) — სპარსელი სწავლული, თურქ-სელჩუკთა იმპერიის ვეზირი. 1072 წლიდან, ალფ-არსლანის გარდაცვალების შემდეგ, 20 წლის განმავლობაში აბსოლუტური ძალაუფლებით განაგებდა სელჩუკთა იმპერიას. მან შექმნა მედრესეების სისტემა, საშუალო ან უმაღლესი სასწავლებელი მეჩეთში ან მეჩეთთან, სადაც ასწავლიდნენ სუნიტური ისლამის რელიგიას და იურიდიულ დოგმებს, ამზადებდნენ სასულიერო და საერო მოხელეებს. გარდაიცვალა 1092 წლის 14 ოქტომბერს ნეჰავენდში.

Siaset Nameh

ნიზამ ალ-მულკს ეკუთვნის ნაშრომი სახელწოდებით „Siaset Nameh“ — წიგნი სახელმწიფოს განმგებლობისათვის. ეს წიგნი, უკეთ რომ ვთქვათ, ერთგვარი პოლიტიკური ტრაქტატი შეუკვეთავს მალიქ-შაჰს ვაზირისათვის. „Siaset Nameh“ წარმოადგენს ერთგვარ რჩევებს, თუ როგორ მოაწყოს სახელმწიფოს განმგებელმა ლაშქარი, როგორ მოაწყოს მსტოვრების დაგზავნის საქმე , როგორ მოექცეს ქვეშევრდომებს, ჩაახშოს აჯანყებანი, გაასამართლოს დამნაშავენი, როგორ უთვალთვალოს მსაჯულებს, ამირებსა და სხვა დიდმოხლეებს. ნაწარმოებში ჩართულია იგავები და შეგონებანი. ევროპა ამ შესანიშანვ დოკუმენტს გაეცნო ფრანგი ორიენტალისტის თარგმანის მეოხებით.

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!