ნივთიერებათა ნარევი (ზოგ შემთხვევაში — ნაერთი) — ინდივიდუალურ ნივთიერებათა ერთობლიობა, რისგანაც შედგება ფიზიკური სხეული. ნარევი შეიძლება შეიცავდეს ორ ან მეტ სუფთა ნივთიერებას. ნარევში შემავალი ნივთიერებები ინარჩუნებენ მათთვის დამახასიათებელ თვისებებს. მაგალითად, თუ აურევთ გოგირდის ფხვნილს და რკინის ნახეხს, მაშინ რკინაც და გოგირდიც — ინარჩუნებენ თავის თვისებებს. რკინას მიიზიდავს მაგნიტი. ხოლო წყალში ჩაყრისას რკინა ჩაიძირება, გოგირდი კი წყლის ზედაპირზე დარჩება, რადგან გააჩნია ფლოტაციის (ტივტივის) უნარი. ამ მეთოდს იყენებენ ასეთი ნაერთებიდან სუფთა ნივთიერებების მისაღებად. ნივთიერებათა ნარევებს ყოფენ ერთგვაროვან (ჰომოგენური) და არაერთგვაროვან (ჰეტეროგენური) ნარევებად.
ერთგვაროვანი ნარევის შემადგენელი ნაწილაკების თვალით ან ოპტიკური ხელსაწყოებით აღმოჩენა ან განსაზღვრა შეუძლებელია, რადგან ნივთიერებები არიან მეტად დაქუცმაცებულ მდგომარეობაში. მაგალითად, ჰაერი — ეს არის აზოტის (78% მოცულობითი წილით), ჟანგბადის(20%) და სხვა აირების ერგვაროვანი ნარევი; ასევე ერთგვაროვან ნარევს წარმოადგენს — შაქრისა და წყლის ნარევი.
არაერთგვაროვანი ნარევის შემადგენელი ნაწილაკების შემჩნევა შესაძლებელია თუ თვალით არა ოპტიკური ხელსაწყოებით მაინც. მაგალითად, წყალში არეული ცარცი, რძე და სხვა. ფიზიკური მეთოდებით შესაძლებელია არაერთგვაროვანი ნარევების გაყოფა შემადგენელ ნაწილებად.
ნივთიერების წილის რაოდენობას ნაერთში — კონცენტრაცია ეწოდება.
არაერთგვაროვანი (ჰეტეროგენური) ნარევები აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით იყოფა:
1) აირების ნარევები
2) ხსნარები
3) მყარი ხსნარები
ჰეტეროგენური ნარევები (2 ნივთიერებიანი) შეიძლება დაიყოს აგრეგატული მდგომარეობის მიხედვით შემდეგ ჯგუფებად: