ნასიფ ალ-იაზიჯი (არაბ. ناصيف اليازجي; 25.03.1800 - 8.02. 1871)—არაბიპოეტი და ფილოლოგი, განმანათლებელი, პედაგოგი. მის მიერ შედგენილი მრავალი სახელმძღვანელო ფილოლოგიისა და არაბული ენის გრამატიკის შესახებ დაედო საფუძვლად სასკოლო სასწავლო პროგრამს. სირიაში პირველი საგანმანათლებლო საზოგადოების - სირიის მეცნიერებისა და ხელოვნების ასოციაცია- ერთ-ერთი ინიციატორი [1]
ამის შემდეგ ის ასწავლიდა სირიის პროტესტანტულ კოლეჯში (მოგვიანებით ეწოდა ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი) და წერდა ლექსებს. მისი მცდელობა იყო კლასიკური არაბი მწერლების სტილის მიბაძვა და ამით არაბების ლიტერატურული მემკვიდრეობის ხელახლა აღმოჩენა.[2] ნასიფ ალ-იაზიჯიმ ბუთრუს ალ ბუსთანისთან და მიხეილ მიშაყასთან ერთად 1847 წელს ჩამოაყალიბა სირიის მეცნიერებისა და ხელოვნების ასოციაცია - პირველი ლიტერატურული საზოგადოება არაბულ სამყაროში. საზოგადოებამ შეისწავლა და გამოაქვეყნა დისკუსიები ისეთ თემებზე, როგორიცაა ქალთა უფლებები, ისტორია და ცრურწმენის წინააღმდეგ ბრძოლა[4].საზოგადოება 1852 წელს დაიშალა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ მისმა ახლო გარემოცვამ დააფუძნა სირიის სამეცნიერო ასოციაცია[4]. ასოციაცია გახდა ინტელექტუალთა ბევრად უფრო ფართო, მრავალფუნქციური საზოგადოება, რომლის წევრები დაჟინებით ითხოვდნენ არაბთა დამოუკიდებლობას ოსმალეთისაგან.
მის ნაშრომებს შორის არის ტრაქტატი მუქათა'-ს სისტემის შესახებ, რომელსაც ოსმალეთის იმპერია იყენებდა მთიანი ლიბანის საამიროს მართვისათვის. ეს მოიცავდა გადასახადების აკრეფის ან იკტა-ს უფლებების გადაცემას ადგილობრივი წამყვანი ოჯახებისათვის. ამ ოჯახებს გარკვეული რეგიონის მმართველობაში ჰქონდათ ავტონომია, აკონტროლებდნენ მიწებს, აგროვებდნენ გადასახადებს და იღებდნენ საგადასახადო შეღავათებს სტამბოლის ცენტრალური ხელისუფლებისათვის შემოსავლებითა და შეიარაღებული პირებით უზრუნველყოფის სანაცვლოდ[4].
ოჯახი
ნასიფ ალ-იაზიჯის ვაჟი, იბრაჰიმი (1847-1906) იყო გამოჩენილი კულტურული მოღვაწე, ფილოლოგი და არაბული ჟურნალისტიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. აქტიური როლი შეასრულა 1882 წელს ბეირუთში ჩამოყალიბებული მეცნიერებათა აღმოსავლეთის აკადემიის მუშაობაში. ხალილ ალ-იაზიჯი (1858-1889) - პოეტი,დრამატურგი, ავტორი ტრაგედიისა "სიმამაცე და ერთგულება". ქალიშვილი -ვარდა ალ-იაზიჯი (1838-1924) - ერთ-ერთი პირველი არაბი მწერლი ქალი, ლექსების კრებულის ავტორი "ჰადიკატ ალ-უორდი" ("ვარდების ბაღი"), ასევე არაბულ ქვეყნებში ქალთა მოძრაობის ერთ-ერთი პირველი აქტივისტი [3].