ნანა ლორთქიფანიძე

ნანა ლორთქიფანიძე
დაბადების თარიღი 10 თებერვალი, 1962 (1962-02-10) (62 წლის)
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
მშობლები მამა: გიგა ლორთქიფანიძე

ნანა ლორთქიფანიძე (დ. 10 თებერვალი, 1962, თბილისი) — ქართველი მსახიობი.

1983 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (შ. გაწერილიას სახელოსნო). 1983–1989 წლებში მუშაობდა კინომსახიობთა თეატრში , 1989 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია. აღსანიშნავი როლებია: მსახიობი („ჰამლეტი“), კნაჭა („მუსუსი“), მიძიუ („სეჩუანელი კეთილი ადამიანი“), ნაირა („შორაპმელი ქალბატონები“), მარია („როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“), დედოფალი („წათეს წითელი წაღები“). შეასრულა მთავარი და ეპიზოდური როლები ფილმებში: „წიგნი ფიცისა“ (გ. ლორთქიფანიძე, 1983), „მარტოხელა მონადირე“ (ქ. დოლიძე, 1989), „30 სმ. ზღვის დონიდან“ (მ. ანთიძე, 1989), „თეთრი ბაირაღები“ (გ. ლორთქიფანიძე, 1990), „პრემიერა“ (გ. ლორთქიფანიძე, 1991), „ღამის ზარები“ (გ. ლორთქიფანიძე, 1997), „მთვარიანი ველის სერენადა“ (ზ. ბუაძე, 2004), მონაწილეობდა ტელესერიალებში: „წვრილვარსკლავთა ღამე“, „ცხელი ძაღლი“, „მტვრის გემო“, „იდეალური დედა“ (ირაკლი კაკაბაძე, 2019) და სხვა.

ფილმოგრაფია

სერიალები

  • „წვრილვარსკლავთა ღამე“
  • „ცხელი ძაღლი“
  • „მტვრის გემო“

ნათამაშები როლები

რუსთაველის თეატრი

  • „ჰამლეტი“ (მსახიობი)
  • „მუსუსი“ (კნაჭა)
  • „სეჩუანელი კეთილი ადამიანი“ (მიძიუ)
  • „შორაპმელი ქალბატონები“ (ნაირა)
  • „როგორც გენებოთ ანუ შობის მეთორმეტე ღამე“ (მარია)
  • „წათეს წითელი წაღები“ (დედოფალი)

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!