ნანა გამცემლიძე

ნანა გამცემლიძე (დ. 4 მარტი, 1936, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტერტი.

1960–1963 წლებში იყო ბოლნისის ბავშვთა პოლიკლინიკის პედიატრი. 1963–1965 წლებში ნევროლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების ასპირასნტი. 1967–1969 წლებში სამეანო–გინეკოლოგიის ინსტიტუტის მორფოლოგიის განყოფილების თანამშრომელი. 1969 წლიდან პედიატრიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ნევროლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის.

1965 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „მხედველობის ბორცვის ბირთვების სტრუქტურული ცვლილებები თავის ტვინის სიმსივნეების დროს.“

ლიტერატურა

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია თბ., 2000 გვ. 55

რესურსები ინტერნეტში

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!