მიხაილ კოვაჩი (სლოვაკ. Michal Kováč; დ. 5 აგვისტო 1930, ლიუბიშა, ჩეხოსლოვაკია — გ. 5 ოქტომბერი, 2016, ბრატისლავა, სლოვაკეთი) — სლოვაკი პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე, სლოვაკეთის პირველი პრეზიდენტი 1993-1998 წლებში, ჩეხოსლოვაკიის ფედერალური ასამბლეის უკანასკნელი თავმჯდომარე 1992 წლის 25 ივნისიდან 31 დეკემბრამდე.
ბიოგრაფია
დაამთავრა ბრატისლავის ეკონომიკური უნივერსიტეტი და მუშაობდა ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო ბანკში. ხავერდოვანი რევოლუციის დროს და მის შემდეგ იყო სლოვაკიის ფინანსთა მინისტრი. 1993 წელს სლოვაკეთის ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია. ქვეყნის მეთაური იყო 1998 წლამდე. მისი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ ქვეყანაში დაიწყო პოლიტიკური კრიზისი, რომელიც წელიწადზე მეტ ხანს გრძელდებოდა. პარლამენტი ვერ ახერხებდა ახალი პრეზიდენტის არჩევას. პოლიტიკური კრიზისი დასრულდა 1999 წლის პირველი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, რომლის დროსაც პრეზიდენტად რუდოლფ შუსტერი აირჩიეს.
რესურსები ინტერნეტში