მილნ-ბეი (ინგლ. Milne Bay) — პაპუა-ახალი გვინეის პროვინცია, რომელიც მდებარეობს ახალი გვინეის კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და 600-ზე მეტ სანაპირო კუნძულზე, რომელთაგან დაახლოებით 160 დასახლებულია[1]. პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრია — ქალაქი ალოტაუ.
გეოგრაფია
პროვინციის საერთო ფართობია — 14 345 კმ²[1]. საერთო ფართობის დაახლოებით 25 % შეადგენს 10 დიდი და 150 უფრო მცირე კუნძული და ატოლი[2].
პროვინციის ყველაზე დიდი კუნძულებია:
- დ’ანტრკასტოს კუნძულები, მათ შორის, გუდენაფი (ნიდულა), ფერგუსონი (მორატაუ), სანაროა, დობუ და ნორმანბი (დუაუ).
- ტრობრიანის კუნძულები, მათ შორის, კირივინა, კაილეუნა, ვაკუტა და კიტავა.
- ამფლეტის კუნძულები.
- ვუდლარკი.
- ლუიზიადის არქიპელაგი, მათ შორის, როსელი (იელა), ვანატინაი (სადესტი, ტაგულა), მისიმა.
- სამარაი.
- კვატო, დეკა-დეკა, ლოგეა, სალიბა, ბასილაკი და სიდეია.
- ენჯინიერის კუნძულები, მათ შორის ტუბეტუბე და კორაივე.
მოსახლეობა
მილნ-ბეის პროვინციის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს — 276 512 ადამიანს (2011 წელი). ადგილობრივი მაცხოვრებლები ლაპარაკობენ 48 მკვიდრ ავსტრონეზიულ ენებზე[1]. ბევრი მოსახლე თავისუფლად საუბრობს ინგლისურად.
ეკონომიკა
ადგილობრივი ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს სოფლის მეურნეობა და ტურიზმი. საექსპორტოდ იწარმოება პალმის ზეთი, ხე-ტყე, კაკაო, ყავა. ზოგიერთ კუნძულზე მიმდინარეობს სამთო სამუშაოები.
სქოლიო