მარგარეტ ეველინ „მეგი“ სიმფსონი (ინგლ. Margaret Evelyn „Maggie“ Simpson) — ანიმაციური სერიალ „სიმფსონების“ ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი, სიმფსონების ოჯახის წევრი. პერსონაჟი პირველად გამოჩნდა ტრეისი ულმანის შოუში., ეპიზოდიში Good Night (1987).
მეგი არის ჰომერ და მარჯ სიმფსონების ყველაზე უმცროსი შვილი და ლიზა და ბარტ სიმფსონების უმცროსი და. იგი ძირითადად საწოვარას წუწნის, ხოლო სიარულისას სახით ეცემა საკუთარ ტანისამოსზე. ვინაიდან ჯერ მცირეწლოვანია, საუბარი არ შეუძლია, ამიტომ სიმფსონებს შორის მისი ხმა სერიალში ყველაზე ნაკლებად ჟღერს. თუმცა, იქ, სადაც საჭიროა საწოვარას პირში ცმაცუნის ან იშვიათად, სიტყვების ჩაწერა, მას ახმოვანებს ნენსი კარტრაიტი. წარსულში ხმა მისი ჩაწერილი იქნა ჯეიმზ ერლს ჯოუნზის, ელიზაბეთ ტეილორის და ჯოდი ფოსტერის, ისევე, როგორც სერიალის ხშირი მსახიობების, იერდლი სმითისა და ჰარი შირერის მიერ.
რესურსები ინტერნეტში