528 სმ სიგრძის მქონე ხელნაწერი ასახავს ყველა სოციალური ფენის წარმომადგენლის საქმიანობას. ხელნაწერში ასახულია როგორც გლეხთა შრომა, ასევე დედაქალაქის აურზაური. სულ შესაძლებელია 814 ადამიანის ფიგურის, 28 ხომალდის, 94 ცხოველისა და 170 ხის ხილვა. იუანის დინასტიის ერთ-ერთ იმპერატორს ეს ხელნაწერი ისე მოეწონა, რომ მან საკუთარი ხელით დახატა ლექსი ხელნაწერის უკანა მხარეს.
შემდეგი ასწლეულების განმავლობაში იყო შექმნილი ამ თემატიკაზე რამდენიმე ვარიაცია. მინის დინასტიის დროს შეიქმნა განახლებული ვარიანტი, რომლის სიგრძე 670 სმ იყო. ცინის დინასტიის დროს ხელნაწერი შეიქმნა კიდევ უფრო მასშტაბურად განახლდა - ერთ-ერთი ვარიანტის სიგრძე იყო 11 მეტრი და მასზე 4 ათასზე მეტი ადამიანი იყო გამოსახული. XX საუკუნისთვის ხელნაწერის ცნობილება იმდენად ფართო იყო, რომ ევროპელები ხელნაწერს მხოლოდ «ჩინურიმონა ლიზის» სახელით იცნობდნენ.[1]
ჩინეთის ბოლო იმპერატორმა პუ იმ წაიღო ხელნაწერი მანჩჟოუ-გოში. 1945 წელს ჩინეთის მთავრობამ იგი შეისყიდა და დღესაც იგი ინახება აკრძალული სასახლის მუზეუმში, სადაც იგი გამოაქვთ პუბლიკისთვის სანახავად დღესასწაულების დროს, როგორც წესი რამდენიმე წელიწადში ერთხელ.