მარკ ფილიპ შულცი (ინგლ. Mark Philip Schultz; დ. 26 ოქტომბერი, 1960) — ამერიკელი სპორტსმენი, ყოფილი თავისუფალი სტილით მოჭიდავე. 1984 წელს შულცმა მოიგო ოლიმპიური თამაშები. 1985 და 1987 წლებში გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 1987 წელს მოიგო პან-ამერიკული თამაშები. 1996 წელს შულცმა გამართა შეხვედრა შერეული საბრძოლო ხელოვნებაში (MMA) და მეტოქე გარი გუდრიჯი პირველ რაუნდში, ბრძოლის დაწყებიდან 12 წუთში დაამარცხა.
რესურსები ინტერნეტში