იგი შეიხ რაშიდ ბინ საიდ ალ მაკტუმის უფროსი ვაჟი იყო. 1971 წლის 9 დეკემბერს პირველად იქნა არჩეული ემირატების პრემიერ-მინისტრად. 1979 წლის 25 აპრილს მან ეს პოსტი საკუთარ მამას დაუთმო, რომლის გარდაცვალების შემდგომ 1990 წლის 7 ოქტომბრიდან იგი ხელახლა იქნა დანიშნული პრემიერ-მინიტრად და მთავრობის მეთაურად.
შეიხი გარდაიცვალა 2006 წლის 4 იანვარს ავსტრალიაში საქმიანი მოგზაურობის დროს.