ვადამდელი ხმის მიცემის პროცედურა ჩატარდა აშშ-ში, კანადაში და ავსტრალიაში, სადაც ცხოვრობს მაკედონელთა დიდი დიასპორა. ყველა პოლიტიკური ლიდერი მოუწოდებდა მოსახლეობას რეფერენდუმში მონაწილეობისაკენ. მიუხედავად ამისა ალბანელებმა არ მიიღეს მონაწილეობა, რადგან თავს თვლიდნენ დაჩაგრულ უმცირესობად.
უკვე 8 სექტემბრის საღამოს მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს იოსიპ ბროზ ტიტოს მოედანზე (ამჟამად მაკედონიის მოედანი) საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გამოაცხადა პირველადი შედეგები, რომლის მიხედვიდაც მაკედონია გამოცხადდა დამოუკიდებელ რესპუბლიკად. პრეზიდენტმა კირო გლიგოროვმა ქვეყნის მოქალაქეებს მიულოცა თავისუფალი, სუვერენული და დამოუკიდებელი მაკედონიის დაარსება.