მაიკლ კრისტოფერ შინი (ინგლ. Michael Sheen დ. 5 თებერვალი, 1969) — ბრიტანელი მსახიობი. სწავლობდა ლონდონის სამეფო აკადემიაში, დრამატული ხელოვნების ფაკულტეტზე.
ბიოგრაფია
შინი დაიბადა ნიუპორტ უელსში, ბრიტანეთში. ჰყავს უმცროსი და ჯოანა. პატარა ასაკში თამაშობდა ფეხბურთს, თუმცა მოზარდობისას დაკარგა ინტერესი ამ თამაშის მიმართ. გაიზარდა თეატრალურ ოჯახში. მისი ორივე მშობელი თამაშობდა თეატრში. მან 1991 წელს ბაკალავრის ხარისხი დაიცვა.
მისი პროფესიული დებიუტი შედგა 1991 წელს. ძირითადად მუშაობდა თეატრში. მაიკლმა სამ ფილმში შეასრულა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის როლი. ეს ფილმებია The Deal, დედოფალი და The Special Relationship. ის გამოჩნდა ფილმებში Underworld: Rise of the Lycans და ბინდის საგა: ახალი მთვარე (2009), ხოლო 2010 წელს გამოჩნდა სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმში „ტრონი: მემკვიდრეობა“. 2011 წელს გადაიღეს ვუდი ალენის ფილმში „შუაღამე პარიზში“ 2012 წელს გამოჩნდა ბინდის საგა: განთიადში
ფილმოგრაფია
პირადი ცხოვრება
მაიკლს ჰქონდა 8 წლიანი ურთიერთობა კეიტ ბეკინსეილთან. მათ ჰყავთ საერთო შვილი-ლილი. მათი ურთიერთობა დასრულდა 2003 წლის დასაწყისში. 2004 წელს მაიკლი გადავიდა ლოს-ანჯელესში და ცოლად შეირთო ლენ უაიზმენი. შემდეგ ის მას გაშორდა და ამჟამად არის მსახიობ რეიჩელ მაკადამსთან, რომელიც „შუაღამე პარიზში“-ს გადაღებების დროს გაიცნო.
ჯილდოები
- M.E.N. თეატრის ჯილდო საუკეთესო მსახიობი (1992)-ნომინირებული რომეო და ჯულიეტა
- Ian Charleson–ს პრემია (1993)
- Ian Charleson–ს პრემია (1997)-ნომინირებული ჰენრი V სამეფო შექსპირის თეატრში
- Laurence Olivier ჯილდო საუკეთესოდ მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის (1998)
- ბრიტანეთის აკადემიის ტელევიზიის ჯილდო საუკეთესო მსახიობი (2004)
- New York Film Critics Online (2006)-მიიღო The Queen–სთვის
- ბრიტანეთის არტისტი წელი (2010)-გაიმარჯვა.
- და სხვ.
რესურსები ინტერნეტში