მაია ლუნდე (დ. 1975) — ნორვეგიელი მწერალი.
განათლება მიიღო ოსლოს უნივერსიტეტში.[10] მისი ლიტერატურული დებიუტი 2012 წელს საბავშვო რომანით „საზღვრის მიღმა“ შედგა. ესაა თრილერი, რომელშიც მოქმედება 1942 წელს მიმდინარებს, მისი პროტაგონისტები კი ებრაელი ბავშვები, სარა და დანიელი, არიან, რომლებიც გერმანიის მიერ ნორვეგიის ოკუპაციის პირობებში ნაცისტებისგან თავის დაღწევას და ნეიტრალურ შვედეთში გაქცევას ცდილობენ.[11][12]
2015 წელს ლუნდემ რომანისთვის „ფუტკრების ამბავი“ ნორვეგიის წიგნების გამყიდველთა ჯილდო მიიღო.[13] ესაა ანტიუტოპიური რომანი, რომელშიც აღწერილია სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები სამი ოჯახის ყოფა გლობალური კრიზისის ფონზე. პირველი ნაწილი 1852 წლის ინგლისში მცხოვრებ უილიამზე მოგვითხრობს, იგი ბიოლოგი და მცენარეების თესლეულის მაღაზიის მფლობელია, რომელიც ცდილობს, ააგოს ახალი ტიპის სკები, რათა მეფუტკრეებს საქმეს გაუადვილოს. მეორე ნაწილი 2007 წლის აშშ-ში მცხოვრებ მეფუტკრე ჯორჯზე მოგვითხრობს, რომელიც საოჯახო ფერმის გადასარჩენად იბრძვის. მესამე ნაწილში მოქმედება 2098 წლის ჩინეთში მიმდინარეობს. მისი პროტაგონისტი თაო ეხილის თითოეულ ყვავილს ხელით მტვერავს მას შემდეგ, რაც წლების წინ ფუტკრები გაქრნენ.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო