ლუიზ ადელაიდა ორლეანელი (ფრანგ. Louise Adélaïde d'Orléans; დ. 13 აგვისტო, 1698 — გ. 10 თებერვალი, 1744) — ორლეანელების დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის შუათანა ქალიშვილი.
ბიოგრაფია
ლუიზ ადელაიდა დაიბადა 1698 წლის 13 აგვისტოს ვერსალის სასახლეში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ მარი დე ბურბონის შუათანა ქალიშვილი. მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია ორლეანის ჰერცოგი ფილიპ I და ელიზაბეტ შარლოტა კურპფალცელი, ხოლო დედის ზახით საფრანგეთის მეფე ლუი XIV და მისი საყვარელი, მადამ დე მონტესპანი იყვნენ.
ლუიზ ადელაიდა დასთან, შარლოტ აგლაესთან ერთად იზრდებოდა შელის სააბატოში, სადაც დაუახლოვდა სასულიერო ცხოვრებას. იგი აღწერილია ლამაზი ქალბატონი, რომელიც დებისაგან განსხვავებით უფრო მეტად იყო დაინტერესებული განათლებით, კერძოდ კი თეოლოგიითა და ქირურგიით. როგორც ცნობილია, მას ინგლისის მეფე ჯეიმზ II-ის ვაჟზე, პრინც ჯეიმზ ედუარდ სტიუარტზე დაქორწინება შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა. 1716 წელს იგი თავისი სურვილით დაინიშნა ფრანგ დიდგვაროვან ლუი ავგუსტ დე ბურბონზე, რომელიც ამავე წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ნადირობისას ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად. მისი მშობლები აღშფოთებულნი იყვნენ, რომ ლუიზ ადელაიდას ასეთი დაბალი წარმოშობის მამაკაცზე დაქორწინება სურდა, მისმა დაღუპვამ კი შეიძლება ითქვას, რომ ისინი გაახარა. პარალელურად, ლუიზ ადელაიდამ საყვარელი მამაკაცის გარდაცვალება იმდენად განიცადა, რომ ქორწინებაზე საერთოდ უარი განაცხადა, რის გამოც მონასტერში წასვლა გადაწყვიტა.
1717 წლიდან იგი შელის სააბატოში ცხოვრობდა როგორც მონაზონი, 1719 წელს კი იგი მისი აბატისა გახდა. როგორც ცნობილია, მისი მმართველობის პერიოდში სააბატო გარემონტდა და გაიყვანეს წყალი. გარდა ამისა, იგი აფინანსებდა ღარიბი გოგონებისათვის განკუთვნილ თავშესაფრებს. ლუიზ ადელაიდა გარდაიცვალა 1744 წლის 10 თებერვალს ყვავილით, პარიზში, 44 წლის ასაკში.
წინაპრები
ლუიზ ადელაიდა ორლეანელის წინაპრები
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 16. ანრი IV, საფრანგეთის მეფე (=24) |
|
| | | | |
| 8. ლუი XIII, საფრანგეთის მეფე (=12) | |
|
| | | | | | | |
| 17. მარია მედიჩი (=25) |
|
| | | | |
| 4. ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | | | | |
| 18. ფილიპე III, ესპანეთი (=26) |
|
| | | | |
| 9. ანა ავსტრიელი (=13) | |
|
| | | | | | | |
| 19. მარგარეტ ავსტრიელი (=27) |
|
| | | | |
| 2. ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 20. ფრიდრიხ V, პფალცის კურფიურსტი |
|
| | | | |
| 10. კარლ I ლუისი, პფალცის კურფიურსტი | |
|
| | | | | | | |
| 21. ელიზაბეთ სტიუარტი |
|
| | | | |
| 5. ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი | |
|
| | | | | | | | | | |
| 22. ვილჰელმ V, ჰესენ-კასელის მაკგრაფი |
|
| | | | |
| 11. შარლოტა ჰესენ-კასელელი | |
|
| | | | | | | |
| 23. ამალია ელიზაბეთ ჰანაუ-მუნზენბერგელი |
|
| | | | |
| 1. ლუიზ ადელაიდა ორლეანელი | |
|
| | | | | | | | | | | | | | | | |
| 24. ანრი IV, საფრანგეთის მეფე (=16) |
|
| | | | |
| 12. ლუი XIII, საფრანგეთის მეფე (=8) | |
|
| | | | | | | |
| 25. მარია მედიჩი (=17) |
|
| | | | |
| 6. ლუი XIV, საფრანგეთის მეფე | |
|
| | | | | | | | | | |
| 26. ფილიპე III, ესპანეთის მეფე (=18) |
|
| | | | |
| 13. ანა ავსტრიელი (=9) | |
|
| | | | | | | |
| 27. მარგარეტ ავსტრიელი (=19) |
|
| | | | |
| 3. ფრანსუაზ მარი დე ბურბონი | |
|
| | | | | | | | | | | | | |
| 28. გასპარი, მონტესპანის მარკიზი |
|
| | | | |
| 14. გაბრიელი, მონტესპანის ჰერცოგი | |
|
| | | | | | | |
| 29. ლუიზ დე მური |
|
| | | | |
| 7. მადამ დე მონტესპანი | |
|
| | | | | | | | | | |
| 30. ჟანი, მარსილაკის მარკიზი |
|
| | | | |
| 15. დიანა დე გრანდსეიჟი | |
|
| | | | | | | |
| 31. კატრინ დე ლა ბეროდიერი |
|
| | | | |
ლიტერატურა
- Letters from Liselotte: Elizabeth-Charlotte, Princess Palatine and Duchess of Orléans
- The Memoirs of Reign of Louis XIV: Elizabeth-Charlotte of The Palatinate
- "Pleasure, beauty, youth, honors, glory, power; Ambitious hope allowed by birth; At the feet of the Lamb were by her offered in sacrifice."
- Montgomery-Massingberd, Hugh. Burke's Royal Families of the World, Volume 1: Europe & Latin America. London, U.K.: Burke's Peerage Ltd, 1977.