კარლ ლუდვიგ ფონ ბერტალანფი (ინგლ. Karl Ludwig von Bertalanffy; დ. 19 სექტემბერი, 1901 — გ. 12 ივნისი, 1972) — ავსტრიელი ფილოსოფოსი და ბიოლოგი. 1934–1948 წლებში ვენის, 1942 წლიდან აშშ-ისა და კანადის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი. ნეოვიტალიზმის წარმომადგენელი. შექმნა „სისტემათა ზოგადი თეორია“, რომლის თანახმად სასიცოცხლო პროცესების ჰარმონია და კოორდინაცია აიხსნება „იმანენტური ძალების ცოცხალი სისტემის“ არსებობით. მისი მატარებელია ფორმების მწარმოებელი ნივთიერებები, რომლებიც იქმნება ე. წ. „ფორმათა პოტენციალით“.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო