1933 — დანიშნულ იქნა რაიხსვერის სამინისტროს ჯარების განყოფილების უფროსად.
1935 — დაწინაურებულ იქნა ახლადჩამოყალიბებულ „ვერმახტში“ „ჰეერის“ გენშტაბის შეფის თანამდებობაზე. იმავე წელს მიენიჭა არტილერიის გენერლის სამხედრო წოდება.
1937 — თავის მემორანდუმში გააკრიტიკა ჰიტლერისჩეხოსლოვაკიაზე თავდასხმის გეგმა. იგი ქვეყნის დაპყრობას არ გამორიცხავდა, მაგრამ ამას 1940 წლამდე მიზანშეუწონლად მიიჩნევდა.
აგვისტო — ჩეხოსლოვაკიის დაპყრობის გეგმის ჩაშლისა და ომის დაწყების შემთხვევაში ბეკის გეგმა ითვალისწინებდა ჰიტლერის ძალაუფლებიდან ჩამოშორებას. მიუნხენის შეთანხმებამ პუტჩის გეგმა ჩაშალა. ლუდვიგ ბეკი თანამდებობიდან გადადგა და პენსიაზე გავიდა.
1939 – 1944 — ბეკი ძირითადად დაკავებული იყო ჰიტლერის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ელემენტების კონსოლიდაციის საქმით. კარლ ფრიდრიხ გიორდელერთან ერთად იგი „ვიდერშტანდის“ მეთაური გახდა და ჰიტლერზე პუტჩის რამდენიმე გეგმა შეიმუშავა.
1944 — 20 ივლისი: პიტლერზე მოწყობილი წარუმატებელი პუტჩის შემდგომ ბოკის მიერ ორგანიზირებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ასევე წარუმატებლად დასრულდა. იგი დაპატიმრებულ იქნა „ვერმახტის“ ჯარისკეცების მიერ. თვითკვლელობის ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ლუდვიგ ბეკი «ვერმახტის» ერთ-ერთი ფელდვებელის მიერ იქნა მოკლული.