ლუდვიგ ახიმ ფონ არნიმი (გერმ. Carl Joachim Friedrich Ludwig Achim von Arnim) (დ. 26 იანვარი, 1781, ბერლინი — გ. 21 იანვარი, 1831, ვიპერსდორფი) — გერმანელი მწერალი, რომანტიკოსთა ჰაიდელბერგის წრის ერთ-ერთი ფუძემდებელი.
კ. ბრენტანოსთან ერთად არნიმმა შეკრიბა, დაამუშავა და გამოსცა გერმანულ ხალხურ სიმღერათა სამტომეული "ყმაწვილის ჯადოსნური საყვირი"(1806-1808). მასვე ეკუთვნის რომანი "გრაფის ქალ დოლორესის სიღარიბე, სიმდიდრე, დანაშაული და მონანიება" (ტ. 1-2, 1810), დაუმთავრებელი ისტორიული რომანი "გვირგვინის მცველნი"(ტ. 1-2, 1817-54), ნოველები "იზაბელა ეგვიპტელი"(1812), "შმაგი ინვალიდი რატონოს ფორტზე" (1818). არნიმის თხზულებებში განდიდებულია ფეოდალური წარსული; ზოგ მათგანში რეალისტური ასახვის ტენდენციაც შეიმჩნევა. არნიმი პიესებსაც წერდა.
ლიტერატურა
სქოლიო