ლოს-მოჩისი (ესპ. Los Mochis) — ზღვისპირა ქალაქი მექსიკაში, სინალოის შტატში, აომეს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. 2010 წლის აღწერის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 256 613 ადამიანს შეადგენს, რაც მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 61 პროცენტია.
ლოს-მოჩისი ჩიუაუა-ალ-პასიფიკოს რიკინიგზის დასავლეთ ტერმინალია, რომელიც თვალწარმტაც სპილენძის კანიონში გაივლის. ეს რკინიგზა პრეზიდენტმა პორფირიო დიასმა დაამტკიცა, როგორც აშშ-ის ქალაქ კანზასისა და წყნარიოკეანისპირა ქალაქ ტოპოლობამპოს მსხვილფეხა რქოსანი საქონლით ვაჭრობის დამაკავშირებელი არტერია.
ქალაქი 1893 წელს ამერიკელმა უტოპისტმა სოციალისტებმა დააარსეს.
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში