ლეოპოლდ II ტახტზე ავიდა 1865 წელს მამის, ლეოპოლდ I-ის გარდაცვალების შემდეგ. იგი ცნობილია მდინარე კონგოს აუზის მიმდებარე ტერიტორიების დაპყრობით. მის ბრძანებით იქ მოეწყო სხვადასხვა კომერციული კამპანიები, რომელიც მიმდინარეობდა მოსახლეობის სასტიკი ექსპლუატაციით (თითქმის გენოციდამდე მიყვანით) და რეგიონის სიმდიდრის დაუფლებით. 1885—1908 წლებში არსებობდა კონგოს თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც სინამდვილეში მეფისა და მისი ახლობლების პირადი საკუთრება იყო და არა დამოუკიდებელი სახელმწიფო. ლეოპოლდი განსაკუთრებულად სასტიკ კოლონიალურ პოლიტიკას ანხორციელბდა: კონგოს მაცხოვრებლები ითვლებოდნენ მეფის მონებად; სამუშაოს შეუსრულებლობის შემთხვევაში მათ ხელის მტევნებს აჭრიდნენ. ლეოპოლდის მმართველობის პერიოდში კონგოს მოსახლეობა 20 მილიონიდან 10 მილიონამდე შემცირდა. ლეოპოლდის მოღვაწეობამ გამოიწვია ევროპელების აღშფოთება: ავსტრიის იმპერატორმა ფრანც იოზეფ I-მა (რომლის შვილ რუდოლფზეც ლეოპოლდმა დააქორწინა თავისი ქალიშვილი, სტეფანი) მას უწოდა "გვირგვინოსანი მაკლერი". თითქმის ასეთივე სიტყვებით ახასიათებდა მას ვლადიმერ ლენინიც ("საქმოსანი, ფინანსისტი, აფერისტი"). მარკ ტვენი და ართურ კონან დოილი მასზე სატირულ მოთხრობებს წერდნენ.
1902 წელს მეფეს თავს დაესხა იტალიელი ანარქისტი, რომელმაც მის ეკიპაჟს რამდენჯერმე ესროლა, მაგრამ ააცილა. ლეოპოლდ II გარდაიცვალა 1909 წლის 17 დეკემბერს და დაკრძალულია ბრიუსელის ღვთისმშობლის ეკლესიაში.
მრავალი წლის განმავლობაში მეფეს კავშირი ჰქონდა კურტიზან ქალთან, ბლანშ დელაკრუასთან, რომლისთვისაც ლაჟვარდოვან ნაპირზე ააშენა ლეოპოლდის ვილა და რომელზეც 74 წლის ასაკში, სიკვდილამდე 5 დღით ადრე დაქორწინდა. ლეოპოლდს მასთან შეეძინა ორი არაკანონიერი შვილი:
Wm. Roger Louis and Jean Stengers: E.D. Morel's History of the Congo Reform Movement, Clarendon Press Oxford, 1968.
Ó Síocháin, Séamas and Michael O’Sullivan, eds: The Eyes of Another Race: Roger Casement's Congo Report and 1903 Diary. University College Dublin Press, 2004. ISBN 1-900621-99-1.
Ó Síocháin, Séamas: Roger Casement: Imperialist, Rebel, Revolutionary. Dublin: Lilliput Press, 2008.
Roes, Aldwin, Towards a History of Mass Violence in the État Indépendant du Congo, 1885-1908, http://eprints.whiterose.ac.uk/74340/2/roesAW2.pdf, South African Historical Journal, 62 (4). pp. 634-670, 2010.