ლასკინის სახლი (რუს. Дом Ласкина) — სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. XIX საუკუნის მესამე მეოთხედში[1].
მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 39.
ისტორია
1833 წელს ტაგანროგში ჩადის პრაპორშჩიკი ალექსანდრე იაკოვლევის ძე ლასკინი თავის მშენებლებთან ერთად, რათ აეშენებინათ ტაგანროგის რამდენიმე ქუჩა. 1840-იან წლებში მან ააშენა ტაგანროგის წმინდა მიტროფანეს ეკლესია[2], რომლის ადგილზეც ამჟამად განთავსებულია ცენტრალური ბაზრის პავილიონი „Молоко“[3]. სახელმწიფო მრჩეველი ალექსანდრე ლასკინი დაქორწინებული იყო ადელაიდა ლასკინაზე, რომელიც 1857 წლიდან[1] (სხვა მონაცემებით 1860 წლის ბოლოდან)[2] 1880 წლამდე იყო ლასკინის სახლის მფლობელი[1]. ალექსანდრე ლასკინი გარდაიცვალა 1888 წელს[2], ხოლო 1890 წლიდან მისი სახლი მემკვიდრეობით ერგო მის შვილს კოლეჟის ასესორს გავრილ ალექსანდრეს ძე ლასკინს. გავრილი სახლს ფლობდა 1898 წლამდე[1]. იგი იყო ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოების წევრი, რომელიც მუშაობდა ყაზანის უნივერსიტეტში. მუშაობდა ბიზანტიის იმპერიის საკითხებზე[3].
1900 წლიდან სახლი გადავიდა ნიკოლოზ კუზნეცოვის მფლობელობაში[1]. 1915 წლიდან[1] (სხვა მონაცემებით 1916 წლიდან)[2] სახლი ეკუთვნოდა ფიოდორ სტეფანეს ძე გირსანოვსა და მის ოჯახს. ისინი სახლის მფლობელები იყვნენ 1925 წლამდე[1]. ფიოდორ გირსანოვი მონაწილეობდა ტაგანროგის ნავსადგურის მშენებლობაში. XXI საუკუნეში შენობა საცხოვრებლად გამოიყენება[2].
აღწერა
ლასკინის სახლი ორსართულიანია, რომელიც აგებულია მაღალ ცოკოლზე. სახლის კუთხეები მომრგვალებულია. ფანჯრები სწორკუთხა ფორმისა. ასევე სწორკუთხა ნიშებია ფანჯრების ქვეშ[1]. სახლის პირდაპირ მდებარეობს ალექსანდრე I-ის სასახლე[3].
სქოლიო