ლას-ვეგასის კულტურა — გვიანდელი პლეისტოცენისა და ჰოლოცენის დასახლებების კომპლექსი თანამედროვე ეკვადორის სანაპირო ზოლის გასწვრივ, რომელიც ძვ. წ. 8000-4600 წლებში ყვაოდა. ლას-ვეგასის კულტურა წარმოადგენს „ადრეულ, სანაპირო ზოლის გარემოს ეკოლოგიურ კომპლექსში ერთ ადგილას მყოფ ცივილიაციას“.[1] ეკვადორში, სანტა-ელენას ნახევარკუნძულზე იდენტიფიცირებულია ლას-ვეგასის კულტურის 31 ქალაქი — ბიოლოგიური კომპლექსი, ტროპიკული ეკოტონი. რადიონახშირბადული დათარიღების მეთოდით, ლას-ვეგასთან მისი კუთვნილება დადასტურდა.[2]
ლას-ვეგასის ხალხი ნადირობასა და შემგროვებლობას მისდევდა, ასევე განვითარებული ჰქონდა პრიმიტიული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა. აღმოჩენილია ძვლის ისრები და ნიჩბები, რომლებსაც სავარაუდოდ ქსოვილების დასამზადებლად იყენებდნენ. ასევე აღმოჩენილია მრავალგვარი იარაღი და ნიჟარის ფორმის კონტეინერი; ხე-მასალა, ბამბუკი, ლერწამი, ტყავი, რომლებსაც სავარაუდოდ ასევე იარაღების დასამზადებლად იყენებდნენ.[3]
მიუხედავად იმისა, რომ ეკვადორის სანაპირო ზოლში მუმიები არაა აღმოჩენილი, ლას-ვეგასის ხალხი თანამედროვე და მსგავსი იყო იმ ხალხისა, რომელთა ნარჩენებიც ჩრდილოეთ ჩილეს სანაპირო ზოლშია შემორჩენილი და ცნობილია ჩინჩოროს კულტურის სახელით.
სქოლიო