ლაგაის მთა, საქისტოსწვერი, ლაღის მთა — მთა საქართველოში, კახეთის მხარის ახმეტის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს კახეთის ქედზე, მდინარეების ივრისა და ილტოს სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2595 მ. აგებულია ზედაიურული ფლიშური ნალექებით. თხემური ნაწილი შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, კალთები — ფოთლოვანი ტყით.
ლიტერატურა