ჰამერშტაინ-ექუორდი სამხედრო ტრადიციების მქონე ოჯახში დაიბადა. 20 წლის ასაკში იგი ლეიტენანტის წოდებით ქვეითთა მე-3 გვარდიულ პოლკში დაიწყო მსახური. პირველ მსოფლიო ომში იგი გენერალურ შტაბში მსახურობდა. 1918–1929 წლებში იგი რაიხსვერში მსახურობდა. 1929 წელს ჰამერშტაინ-ექუორდს გენერალ-ლეიტენანტის სამხედრო წოდება მიენიჭა და დაინიშნა რაიხსვერის სამინისტროში არმიის განყოფილების (იგ. გენშტაბი) შეფად.
ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ჰამერშტაინ-ექუორდი ცდილობდა პოლიტიკურად ნეიტრალური რაიხსვერის შენარჩუნებას. მისი ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა და 1934 წლის 31 იანვარს მან თანამდებობდა დატოვა. მის ადგილზე დაინიშნა გენერალ-ლეიტენანტი ვერნერ ბარონი ფონ ფრიჩი.
მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში ჰამერშტაინ-ექუორდი დაუბრუნდა სამხედრო სამსახურს და 1939 წლის 9 სექტემბერს გენერალ-მაიორის წოდებით «არმიათა განყოფილება „ა“-ს ჩაუდგა სათავეში. ომის ფართო მასშტაბით გავრცელებისათვის ხელი რომ შეეშალა იგი ცდილობდა ფიურერი თავისი არმიების აღლუმზე მიეწვია კიოლნში, იქ დაეპატიმრებინა და მოეკლა. მისი ეს გეგმა აუსრულებელი დარჩა.
იმავე წლის სექტემბერში ჰამერშტაინ-ექუორდი საბოლოოდ დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან, თუმც ვაჭარ ნიკოლაუს-კრისტოფ ფონ ჰალემის საშუალებით „ვიდერშტანდის“ აქტიური წევრი დარჩა. იგი გარდაიცვალა 1943 წელს კიბოს დაავადებით.