კოტეს სამეფო (სინჰალ. කෝට්ටේ රාජධානිය) — XV საუკუნეში შრი-ლანკის ტერიტორიაზე არსებული სამეფო, რომლის ცენტრსაც დღევანდელი კოლომბოს გარეუბანი შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტე წარმოადგენდა. მისი მმართველი პარაკრამაბაჰუ VI იყო ბოლო ადგილობრივი წარმომავლობის მეფე რომელმაც მთლიანი შრი-ლანკის ერთი ხელისუფლების ქვეშ გაერთიანება შეძლო.
ეტიმოლოგია
ტერმინი კოტე სინჰალზე ნიშნავს ციხე-სიმაგრეს. ის მომდინარეობს ინდო-არიული ფუძიდან კოტა,[1] რომელიც აღნიშნავს სიმაგრეს ან გამაგრებულ დასახლებას. ითვლება რომ მისი დასახელება წარმოდგა გამპოლის მეფის ალაკესვარას მიერ დაარსებული ციხე-სიმაგრიდან.
დაარსება
გამპოლის სამეფოს მინისტრის ალაკესვარას (1370–1385) მიერ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში დაარსებული ციხე-სიმაგრეში 1412 წელს პარაკრამაბაჰუ VI–მ დედაქალაქი გადაიტანა, რაც კოტის სამეფოს დაარსებად ითვლება.
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო