კილო (ქართული ენა)

კილოზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული ზმნით გამოხატული მოქმედება სინამდვილის თვალსაზრისით: უეჭველ ფაქტად, სასურველ-შესაძლებლად თუ შესასრულებლად. სხვადასხვა ენაში კილო სხვადასხვა რაოდენობისაა, ძირითადად გამოიყოფა სამი: თხრობითი, კავშირებითი და ბრძანებითი.

თხრობითი კილო

თხრობითი კილო გვიჩვენებს, რომ ზმნით გამოხატული მოქმედება უნდა იქნეს გაგებული უეჭველ ფაქტად, რომელსაც ადგილი ჰქონდა წარსულში, ხდება ახლა ან მოხდება მომავალში: (აკეთებდა, გააკეთა, გაუკეთებია, აკეთებს, გააკეთებს).

კავშირებითი კილო

კავშირებითი კილო ისეთ მოქმედებას გამოხატავს, რომელიც შესაძლებელია მომხდარიყო წარსულში, ხდებოდეს ახლა ან მოხდეს მომავალში: ((რომ) დაეწეროს, (რომ) წერდეს, (რომ) დაწეროს).

ბრძანებითი კილო

ბრძანებითი კილო გადმოგვცემს, რომ მთქმელს (I პირის) სურვილი უნდა იქნეს შესრულებული: (გააკეთე! გააკეთეთ! გააკეთოს! გააკეთონ! გავაკეთოთ!). შინაარს-ინტონაციურად II პირისადმი მიმართული ბრძანებითის ფორმა მრავალგვარია: იგი საკუთრივ ბრძანების გარდა, შეიძლება გამოხატავდეს თხოვნა-მუდარას (მიშველეთ!), დალოცვას (კარგი კაცი გაიზარდე, შვილო),, დარიგებას (ფრთხილად იარე), გამხნევებას (გამაგრდი, გული არ გაიტეხო), და სხვა, მაგრამ ყველა ბრძანებითი კილოს ფორმაა, მათ შორის გრამატიკულად განსხვავებაა არაა.

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!