კელი დეგნანი (ინგლ.Kelly Colleen Degnan) — ამერიკელი დიპლომატი, აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის ხელმძღვანელობის პოლიტიკური მრჩეველი.[1] დეგნანი იტალიაში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ, სახელმწიფო დეპარტამენტის აღმასრულებელი მდივნის მოადგილედ და კოსოვოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მსახურობდა. 2019 წლის4 სექტემბერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე წარადგინა.[1]
2019 წლის29 ოქტომბერს[3]აშშ-ის სენატში გაიმართა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის, კელი დეგნანის, მოსმენა. სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას დიპლომატმა ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის ნაყოფიერ პარტნიორობას და აღნიშნა, რომ ელჩად დანიშვნის შემთხვევაში იმუშავებს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად.[4] მოსმენისას დეგნანმა გაიხსენა თურქეთში მისი მსახურობის დროს რუსეთის აგრეისია საქართველოს წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ყურადღებით ადევნებდა თვალს ამ პროცესს. ელჩობის კანდიდატმა ასევე გაიხსენა საკუთრი გამოცდილება ნატოში, სადაც, მისი თქმით, „საქართველო იყო და არის პარტნიორი“.
მან მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სამხედრო კონტინგენტის ყოფნას ავღანეთში, ასევე საქართველოს როლს შავი ზღვის რეგიონში.[4]
2024 წლის 31 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობები“ უნდა გადაიხედოს და აშშ-სთან ურთიერთობა უნდა გაჯანსაღდეს. მან უარყოფითად შეაფასა აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მუშაობა.[6][7]