კარლსპლაცის შტადტბანის სადგური (გერმ.Karlsplatz Stadtbahn Station) — ვენის შტადტბანის ყოფილი სადგური. კარლსპლაცზე არსებული მიწისზედა შენობები არის არტ-ნუვოს კარგი ნიმუში. ის არის ვენის სეცესიონის სახელით ცნობილი კულტურიული მოძრაობის შედეგი. შენობების არქიტექტურა ეკუთვნით ოტო ვაგნერს[1] და იოზეფ მარია ოლბრიხს. სხვა სადგურებისგან განსხვავებით, ისინი გაკეთებულია რკინის ჩარჩოთი და მარმარილოთია მოპირკეთებული. ეს შენობები იმ პერიოდის ყველაზე თანამედროვე ნაგებობებს წარმოადგენდნენ[2] არქიტექტურის კრიტიკოსი და და პოეტი ფრიდრიხ ახლიაიტნელი მატ შემდეგ ნაირად ახასიათებს: „...ამ ორის სადგურის შენობებში ვაგნერმა მიაღწია უმაღლეს მწვერვალს: პოეტურობასა და ფუნქციონალურობაში, კონსტრუქციასა და დეკორაციაში, სადაც მძიმე რაციონალურობა კონკურენციაში შედის თითქმის სეპარატისტულ დეკორაციაში.“[1]
სადგური 1899 წელს Akademiestraße-ს სახელით გაიხსნა. როდესაც 1981-ში შტადტბანი გადაკეთდა U-Bahn-ად, დაიგეგმა ამ სადგურების დაშლა, თუმცა საზოგადოებბის მოთხოვნის გამო შენობების შენარჩუნება გადაწყდა. ორივე შენობა დაიშალა, აღდგა და U-Bahn-ის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ ისევ აეწყო ორი მეტრით მაღლა ვიდრე თავიდან იდგნენ. ერთი შენობა ვენის მუზეუმის საგამოფენო სივრცედ გამოიყენება, ხოლო მეორე კაფედ.
ლიტერატურა
^ * "Architecture in Austria in the 20th and 21st Centuries". Ed. Gudrun Hausegger. Basel, SW: Birkhäuser Verlag, 2006. ISBN3-7643-7694-5