კარლ მილესი (შვედ. Carl Milles; დ. 23 ივნისი, 1875 — გ. 19 სექტემბერი, 1955, სტოკჰოლმი) — შვედი მოქანდაკე. განიცადა ოგიუსტ როდენის, შუა საუკუნეების პლასტიკის და ბერძნული არქაიკის გავლენა. სტოკჰოლმში შექმნილია მილესის ბაღი, სადაც თავმოყრილია მისი მრავალი ნამუშევარი.
ბიოგრაფია
1897-1904 წლებში სწავლობდა პარიზში, 1905-1906 წლებში მიუნხენში. 1920-1931 წლებში იყო სტოკჰოლმის სამეფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი. 1931 წლიდან მუშაობდა აშშ-ში.
რესურსები ინტერნეტში