კარლ ოსვალდ ვიქტორ ენგლერი (დ. 5 იანვარი. 1842 — გ. 7 თებერვალი. 1925) — გერმანელი ქიმიკოსი. ჰალეს უნივერსიტეტისა და კარლსრუეს უმაღლესი ტექნიკური სკოლის (1887–1919) პროფესორი. ენგლერის შრომები ეხება ნავთობის ქიმიისა და ტექნოლოგიის საკითხებს. 1890 შექმნა ნავთობის ორგანული წარმოშობის თეორია, ხოლო 1897 — დაჟანგვის ზეჟანგური თეორია რუს მეცნიერ ალექსი ბახთან ერთად. შეიმუშავა პარაფინების განსაზღვრის მეთოდი ნავთობში.
ლიტერატურა
სქოლიო