კარლ ბოუდა

კარლ ბოუდა (გერმ. Karl Bouda; დ. 10 თებერვალი, 1901, ჰამბურგი, — გ. 31 ივლისი, 1979, ნიურნბერგი) — გერმანელი ენათმეცნიერი, კავკასიოლოგი. ერლანგენის უნივერსიტეტის პროფესორი (1952).

ბოუდას სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად ჩრდილოკავკასიურ ენებს ეხება. გამოსცა ხუნძური ტექსტები (1932). ცდილობდა ლექსიკურ მასალზე დაყრდნობით გამოევლინა კავკასიურ ენათა გენეტიკური თუ სტრუქტურულ-ტიპოლოგიური კავშირი ბასკურ, ჩინურ, ტიბეტურ, ფინურ-უნგრულ და პალეოაზიურ ენებთან. შედარებისას ფართოდ იყენებდა როგორც მთის კავკასიურ ენათა, ისე ქართველურ ენათა მასალას.

ბიბლიოგრაფია

  • Beiträge zur Kaukasischen und sibirischen Sprachwissenschaft, [Bd.] 3, Lpz., 1939 (Abhandlungen für die Kunde des Morgenlandes, XXIV, 1).
  • Baskisch und Kaukasisch, «Zeitschrift für Phonetik und allgemeine Sprachwissenschaft», 1948, H. 3–6.
  • Baskisch-kaukasische Etymologien, Hdlb., 1949.

ლიტერატურა

  • გუდავა ტ., [რეც.]: Bouda K., Introducción a la linguistica Caucásica («Acta Salmanticensia. Filosofia y Letras», 1960, t. 15, № 1), «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება», 1966, ტ. 15.
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997.}

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!