კარიოკა არენა 2 (პორტ. Arena Carioca 2) — სპორტული მოედანი ბრაზილიაში, რიო-დე-ჟანეიროს ბარა-დე-ტიხუკას დასახლებაში. გაიხსნა 2016 წელს, ოლიმპიური თამაშებისათვის. აქ ჩატარდა ძიუდოსა და ჭიდაობის წონით კატეგორიათა ტურნირები. კარიოკა არენა 2-მა უმასპინძლა 2016 წლის პარალიმპიურ თამაშებსაც. სტადიონი არის ბარას ოლიმპიური პარკის ნაწილი. ოლიმპიადას შემდეგ სტადიონი გადაკეთდა ოლიმპიურ ტრეინინგცენტრად.[1][2][3]
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო