მოცემულ სტატიაში „ისრაელ-ჰამასის ომი (2023)“ აღწერილია მიმდინარე მოვლენები. ინფორმაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს მოვლენათა განვითარებასთან ერთად.გაითვალისწინეთ, რომ პირველადი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს ხარვეზებს. ამჟამად თქვენ უყურებთ ვერსიას, რომლის ბოლო რედაქტირების დროა: 2024 წლის 23 ივლისი, 12:56 (UTC) (ქეშის გასუფთავება).
ისრაელ-ჰამასის ომი — ისრაელისა და ღაზის სექტორის ტერიტორიაზე მიმდინარე ომი ისრაელის სახელმწიფოსა და ისლამისტურ სამხედრო და პოლიტიკურ დაჯგუფება ჰამასს შორის, რომლის პოლიტიკური ფრთაც 2007 წლიდან ღაზის სექტორის ხელისუფლებას ერთპიროვნულად წარმოადგენს. სამხედრო დაპირისპირება დაიწყო 2023 წლის 7 ოქტომბერს გამთენიისას ღაზის სექტორიდან განხორციელებული ფართომასშტაბიანი სარაკეტო თავდასხმით ისრაელის ტერიტორიაზე, რომელსაც მოყვა რამდენიმე პალესტინური ტერორისტული დაჯგუფების კოორდინირებული შეტევა ღაზას სექტორის საზღართან არსებულ სამხედრო ბაზებზე, კიბუცებსა და ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე. თავდასხმას ხელმძღვანელობდა ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, სხვა მცირე სამხედრო დაჯგუფების მონაწილეობით, როგორიცაა პალესტინის განთავისუფლების სახალხო ფრონტი. პალესტინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან საგანგებო შეხვედრაზე პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელებს უფლება აქვთ დაიცვან თავი „ჩასახლებულებისა და საოკუპაციო ჯარების ტერორისგან“.[34][35][36]
ჰამასის შეტევის საპასუხოდ ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა, მოგვიანებით კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ ეროვნულ მიმართვაში ისრაელში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.[37][38][39][40] ჰამასის შეტევის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა 7 ოქტომბერს დაიწყეს საჰაერო იერიშის მიტანა ღაზის სექტორის სხვადასხვა ქალაქებში, რომელიც 25 ოქტომბრის მდგომარეობით ჰუმანიტარული შესვენების გარეშე მიმდინარეობს და მიზნად ისახავს ისრაელის მოსალოდნელი სახმელეთო იერიშის მომზადებას[41]
ჰამასის დაქვემდებარებაში მყოფი პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ავიადარტყმებისა და შეტაკებების შედეგად 25 ოქტომბრის მდგომარეობით 6500-ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა და 17000-ზე მეტი დაიჭრა, უმეტესად ბავშვები და მშვიდობიანი მოქალაქეები. იძულებით გადააგილებულთა რიცხვი ღაზას სექტორში 1.4 მილიონს შეადგენს.[42][43][44] ხოლო ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადა, რომ მოკლეს 400-ზე მეტი ტერორისტი.[45] ისრაელის მხარეს დაიღუპა 1400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო, დაიჭრა 5400-ზე მეტი და იძულებით გადაადგილებულია ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი.[42] ორივე მხარის მედიასაშუალებები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ ისრაელელი მშვიდობიანი მოსახლეები და სამხედროები, მათ შორის ბავშვები, ტყვეებად აიყვანეს პალესტინელმა ტერორისტებმა,[46] ჰამასის მიერ ოთხი მძევლის გათავისუფლების შემდომ, ღაზის სექტორში მძევლად რჩება 7 ოქტომბერს გატაცებული 222 ადამიანი.[47][48]
დასავლეთის სახელმწიფოებმა, არგენტინამ, ბრაზილიამ და ინდოეთმა დაგმეს ჰამასის ძალადობა და მის მიერ გამოყენებული ტაქტიკები შერაცხეს ტერორიზმის გამოყენებად,[49][50][51][52] ხოლო არაბულმა სახელმწიფოებმა ესკალაცია დააბრალეს ისრაელის ოკუპაციასა და პალესტინის სახელმწიფოებრიობის უარყოფას.[53] სახელმწიფოთა უმრავლესობამ მხარეებს დეესკალაციისკენ მოუწოდა.[54][55]
სახელები
პალესტინის მებრძოლმა დაჯგუფებებმა თავიანთ თავდასხმას ოპერაცია ალ-აქსას წარღვნა უწოდეს (არაბ.عملية طوفان الأقصى [ʿamaliyya ṭūfān al-ʾAqṣā]),[56] ხოლო ისრაელმა გამოაცხადა კონტრშეტევითი ძალისხმევის დაწყება, სახელწოდებით ოპერაცია რკინის ხმლები (ებრ.מבצע חרבות ברזל [Mivtsa Cherevot Barzel]).[57] პალესტინის თავდასხმის დასაწყისი დაემთხვა 1973 წლის იომ-ქიფურის ომის დაწყების 50 წლის იუბილეს.[58]
რამდენიმე საინფორმაციო სააგენტომ და დამკვირვებელმა მიმდინარე კონფლიქტს მესამე ინტიფადა უწოდა.[59][60]
ფონი
2005 წელს ისრაელის ჯარებმა დატოვეს ოკუპირებული ღაზის სექტორი, ხოლო ისრაელის ხელისუფლებამ ღაზის სექტორში ჩასახლებული ისრაელის მოქალაქეების დასახლებები. ეს პოლიტიკა ემსახურებოდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის საბოლოო მოგვარებას. ღაზის სექტორი და ისრაელი კონფლიქტში არიან 2006 წლის არჩევნების შემდეგ ჰამასის მიერ ღაზის სექტორზე კონტროლის მოპოვებისა და 2007 წელს ფათაჰთან სამოქალაქო ომის შემდეგ.[61] ღაზის სექტორი 2007 წლიდან იმყოფება ისრაელისა და ეგვიპტის ბლოკადაში.[62]
თავდასხმა მოხდა ებრაული დღესასწაულის სიმჩატ თორისა და შაბათის დროს,[63]იომ-ქიფურის ომის 50 წლის იუბილედან ერთი დღის შემდეგ, რომელიც ასევე მოულოდნელი თავდასხმით დაიწყო.[64] თავდასხმა ისრაელ-ღაზის გამყოფ ღობეზე სამკვირიან ძალადობას მოჰყვა. 29 სექტემბერს ჰამასმა და ისრაელმა ზავი დადეს, რომელსაც შუამავლობდნენ კატარი, ეგვიპტე და გაერო.[65] თავდასხმამდე და ორივე მხარის მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ჩათვლით, მინიმუმ 247 პალესტინელი მოკლეს ისრაელის ძალებმა 2023 წელს, ხოლო 32 ისრაელელი და ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიღუპა პალესტინელების თავდასხმების შედეგად.[66][67]
ისრაელი და საუდის არაბეთი აწარმოებენ მოლაპარაკებებს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. საუდის არაბეთის პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ნორმალიზაცია „პირველადაა რეალური“.[43] საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ „არაერთხელ გააფრთხილა, რომ ისრაელის მიერ ღაზის ოკუპაცია შემდგომ ძალადობას გამოიწვევს“.[68]
იზ ად-დინ ალ-კასმის ბრიგადების მეთაურმა, მუჰამედ დეიფმა თქვა, რომ თავდასხმა იყო პასუხი „ალ-აქსას მეჩეთის შეურაცხყოფაზე“ და მოუწოდა პალესტინელებსა და არაბ ისრაელის მოქალაქეებს „გაედევნონ ოკუპანტები და დაანგრიონ კედლები“.[69][70] ჰამასის ლიდერმა სალეჰ ალ-არურმა თქვა, რომ ოპერაცია იყო პასუხი „ოკუპაციის დანაშაულებზე“ და დასძინა, რომ მებრძოლები იცავდნენ ალ-აქსას მეჩეთს და ათასობით პალესტინელ პატიმარს ისრაელში.[64] პატიმრების უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია Addameer-ის შეფასებით იქნება დაახლოებით 5200-ზე მეტი პატიმარი პალესტინელია ისრაელში, მათ შორის 33 ქალი, 170 არასრულწლოვანი და დამატებით 1200-ზე მეტი, რომლებიც იმყოფებოდნენ ადმინისტრაციულ პატიმრობაში.[71]
პალესტინის შეტევა
სარაკეტო თავდასხმები
2023 წლის 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 06:30 საათზე,[66] ჰამასმა გამოაცხადა „ოპერაცია ალ-აქსას წარღვნის“ დაწყების შესახებ და განაცხადა, რომ ღაზის სექტორიდან ისრაელში 5000-ზე მეტი რაკეტა გაისროლა. ისრაელის მედია იტყობინება, რომ სულ მცირე 2200 ჭურვი იყო გაშვებული ღაზადან. სულ მცირე ხუთი ადამიანი დაიღუპა სარაკეტო თავდასხმის შედეგად.[5][38][72] აფეთქებები დაფიქსირდა ღაზის მიმდებარე რაიონებში და ქალაქებში შარონის დაბლობში, მათ შორის გედერაში, ჰერცლიაში,[73]თელ-ავივსა და აშკელონში.[72] საჰაერო თავდასხმის სირენები ასევე გააქტიურდა ბეერ-შევაში, იერუსალიმში, რეჰოვოტში, რიშონ ლეზიონსა და პალმაჩიმის საავიაციო ბაზაზე.[74][75][76] ჰამასმა გამოაქვეყნა მოწოდება შეიარაღებისკენ, უმაღლესი სამხედრო მეთაური მოჰამედ დეიფი მოუწოდებდა „მუსლიმებს ყველგან განახორციელონ თავდასხმა“.[38] პალესტინელმა ბოევიკებმა ასევე გაუხსნეს ცეცხლი ისრაელის გემებს ღაზის სექტორის მახლობლად, ხოლო შეტაკებები მოხდა პალესტინელებსა და IDF-ს შორის ღაზის პერიმეტრის გალავნის აღმოსავლეთ ნაწილში.[74]
ისლამისტი მებრძოლების შეჭრა ისრაელში
პარალელურად, დაახლოებით 1000[5] პალესტინელი მებრძოლი შეიჭრა ისრაელში ღაზადან სატვირთო მანქანების, პიკაპების, მოტოციკლების, ბულდოზერების, ჩქაროსნული კატარღების და პარაპლანების გამოყენებით.[64][66][43] სურათებსა და ვიდეოებში ჩანს მძიმედ შეიარაღებული და ნიღბიანი ბოევიკები, რომლებიც შავ სამოსში იყვნენ ჩაცმულნი, რომლებიც ატარებენ პიკაპს[72] და ცეცხლს ხსნიან სდეროთში, მოკლეს რამდენიმე ისრაელელი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი. ღაზადან გადაღებულ ვიდეოზე ნაჩვენებია ისრაელელი ჯარისკაცის ცხედარი, რომელსაც ფეხქვეშ თელავს ხალხი და ყვირიან „ღმერთი დიდია“.[77] როგორც ჩანს, სხვა ვიდეოები აჩვენებდნენ ტყვედ აყვანილ ისრაელელებს და დამწვარ ტანკს,[78][38] ინფილტრატორები ასევე შენიშნეს ნირ ოზში,[76] ბეერისა და ნეტივ ჰაასარაში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, აიყვანეს მძევლები[79] და ცეცხლი წაუკიდეს სახლებს,[73] ასევე კიბუციებში ღაზის სექტორის გარშემო.[73] ბრძოლა გაიმართა რეიმ სამხედრო ბაზაზე.[80] ასევე ცნობილია, რომ მძევლები აიყვანეს ოფაკიმში, ხოლო სდეროტში სახლებს ცეცხლი წაუკიდეს.[81] ზიკიმში ამფიბიური დესანტი გადასხეს.[72]
ისრაელის სამხედრო სპიკერმა განაცხადა, რომ ბოევიკები ღაზადან შევიდნენ ისრაელში მინიმუმ შვიდი ლოკაციით[64] და შეიჭრნენ ისრაელის ოთხ პატარა სოფლის თემში, სასაზღვრო ქალაქ სდეროტში და ორ სამხედრო ბაზაზე, როგორც ხმელეთიდან, ასევე ზღვიდან.[43] ისრაელის მედია იტყობინება, რომ შვიდი თემი მოექცა ჰამასის კონტროლის ქვეშ, მათ შორის ნაჰალ-ოზი, კფარ-აზა, მაგენი და სუფა-ბეჰერი.[65] ცნობილია, რომ სდეროტის პოლიციის განყოფილება მოექცა ჰამასის კონტროლის ქვეშ,[74] ისევე როგორც ერეზის გადასასვლელი, რამაც საშუალება მისცა ბოევიკებს შესულიყვნენ ისრაელში ღაზადან.[5] ისრაელის პოლიციის კომისარმა კობი შაბტაიმ განაცხადა, რომ ამჟამად სამხრეთ ისრაელში 21 აქტიური მაღალი კონფრონტაციის ლოკაცია იყო.[82]
ისრაელის პასუხი
თავდასხმა, რომელიც დაემთხვა სიმჩათ თორას ებრაულ დღესასწაულს, სრული მოულოდნელობა იყო ისრაელის მხარისათვის.[75]
რკინის გუმგათის საჰაერო თავდაცვის სისტემა გააქტიურდა.[74] პრემიერ-მინისტრმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ და თავდაცვის მინისტრმა იოავ გოლანმა ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) შტაბბინაში, თელ-ავივში, გამართეს უშიშროების საკითხების შესაფასებელი თათბირი.[76][72] გოლანმა შემდეგ დაამტკიცა ათობით ათასი არმიის რეზერვისტის მობილიზაცია[66][72] და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა ღაზის სექტორის საზღვრიდან 80 კილომეტრის რადიუსში.[65] მან ასევე განაცხადა, რომ ჰამასმა „დაუშვა დიდი შეცდომა“ და „ისრაელი გაიმარჯვებს“.[64] IDF გადავიდა „ომისათვის მზადყოფნის რეჟიმში“.[5] ასევე IDF-ის განცხადებით, რეზერვისტებს გაგზავნიან როგორც ღაზაში, ისევე დასავლეთ სანაპიროზე, ლიბანისა და სირიის საზღვრებზეც.[83] ღაზის გარშემო მცხოვრებებს მოუწოდეს სახლში დარჩენისაკენ, ხოლო სამხრეთი და ცენტრალური ისრაელის მოსახლეობას მოუწოდეს თავშესაფრებთან ახლოს გაჩერება.[72] ღაზის სექტორისაკენ მიმავალი გზები ჩაკეტა IDF-მა.[64] ასევე ჩაკეტეს თელ-ავივის ქუჩები.[72]
თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა გამოაცხადა ომისათვის მზადების მდგომარეობა.[84] IDF-მა დამატებით დაიწყო „ოპერაცია რკინის ხმლები“.[85][5] ისრაელის პოლიციის კომიარმა, კობი შაბტაიმ განაცხადა, რომ სახეზე გვაქვს „ომის მდგომარეობა“.[86] მან ასევე დააანონსა ისრაელის სამხრეთში სამოქალაქო გადაადგილების ჩაკეტვა და რეგიონში იამამის კონტრტერორისტული დანაყოფის გაგზავნა.[82] The IDF-ის უფროსმა სპიკერმა, დანიელ ჰაგარიმ, განაცხადა, რომ რეგიონში გაგზავნეს ოთხი დივიზია, რომლებიც დაემატნენ არსებულ 31 ბატალიონს.[64]
ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დგას „ძალიან რთული მომენტის“ წინაშე.[76] სატელევიზიო გადაცემაში ნეთანიაჰუმ განაცხადა „ჩვენ ვართ ომში“[43] მან ასევე განაცხადა, რომ IDF გაამაგრებდა ისრაელის საზღვრებს, რათა „სხვებმაც არ დაუშვან ამ ომში ჩართვის შეცდომა“.[87] შემდგომ მიმართვაში ნეთანიაჰუმ თქვა: „ღაზას მიტოვებულ კუნძულად გადავაქცევთ“ და ღაზის მოსახლეობას გაქცევისკენ მოუწოდა.[88]
7-8 ოქტომბრის ღამეს ისრაელის უშიშროების კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება ჰამასის და პალესტინის ისლამური ჯიჰადის სამხედრო და სამთავრობო შესაძლებლობების განადგურების შესახებ.[91] ისრაელის ელექტრულმა კორპორაციამ, რომელიც ღაზის ელექტროენერგიის 80%-ს აწარმოებს, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა ღაზის სექტორს.[72]
7 ოქტომბერი
დაპირისპირება ბეერისა და ოფაკიმში
ბეერში ჰამასის მილიტანტებმა ტყვედ აიყვანეს 50 ადამიანი. 18 საათის შემდეგ IDF-მა დააანონსა მძევლების გათავისუფლება.[92]
ურიმში, ოფაკიმის გარეუბანში, ორი ისრაელის მოქალაქე გადაარჩინა IDF-მა. გადარჩენის ოპერაციისას დაიღუპა სამი ჰამასის მებრძოლი და დაიჭრა სამი ისრაელის სამხედრო.[92]
ავიაიერიშები ღაზის სექტორში
IDF თავს ესხმოდა ღაზას მოიერიშე რეაქტიული თვითმფრინავების გამოყენებით,[5] მათ შეუტიეს ჰამასის 17 სამხედრო საწყობს და ოთ ოპერაციულ სამმართველო ცენტრს.[65] სხვებთან ერთად, ისრაელმა შეუტია 11 სართულიან შენობას ღაზის ქალაქის ცენტრში, სადაც განთავსებული იყო ჰამასის რადიო სადგურები. ისრაელმა ასევე შეუტია ორ საავადმყოფოს, დაიღუპა სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლი და ექთანი.[72]
8 ოქტომბერი
ღამით ისრაელი თავს დაესხა ღაზის სექტორში მდებარე არაერთ სამიზნეს, მათ შორის საცხოვრებელ ბლოკებს, გვირაბებს, ალ-ამინის მუჰამედის მეჩეთსა და ჰამასის ოფიციალური პირების სახლებს.[93][94][95]
დილით ჰეზბოლამ რაკეტებით და არტილერიით დაბომბა შებაას ფარმების რეგიონი, საპასუხოდ IDF-მა არტილერიით დაბომბა სამხრეთი ლიბანი.[96][4]
რეაქციები
ისრაელი
საპროტესტო ჯგუფმა კაპლანის ძალამ დააანონსა სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციის გაუქმება და გამოხატა მხარდაჭერა IDF-ის მიმართ. ფორუმ 555 და ძმები ბრძოლაში,[97] რეზერვისტი სამხედროების საპროტესტო ჯგუფები, რომლებიც სამხედრო გაწვევის ბოიკოტებს ახორციელებდნენ, მოუწოდებენ რეზერვისტებს იბრძოლონ, თუ მათ გამოიძახებენ.[63]
მაგენ დავიდ ადომმა ყურადღება გაამახვილა სისხლის ჩაბარებებზე და გახსნა სპეციალური სისხლის ჩაბარების დრაივი ტელ-ავივში.[76] ისრაელის განათლების სამინისტრომ დააანონსა ყველა სკოლის დაკეტვა ქვეყანაში. ჰაიფას საერთაშორისო კინო ფესტივალი გაუქმდა.[5]
გამოძიება დაიწყო ისრაელის მთავრობის წარუმატებლობის შესახებ, რამაც გამოიწვია შეტევის აღკვეთის შეუძლებლობა.[98]
სასწრაფოდ გაერთიანებული მთავრობა
ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი, ეროვნული ერთიანობის თავმჯდომარე ბენი განცი, ისრაელ ბეიტენიუს პარტიის ლიდერი ავიგდორ ლეიბმანი და ლეიბორისტული პარტიის ლიდერი მერავ მიხაელი ერთობლივ განცხადებაში მხარს უჭერენ IDF-ისა და მთავრობას, მათ განაცხადეს: „ასეთ დროს ისრაელში არც ოპოზიცია არსებობს და არც კოალიცია.“[99]
ბენიამინ ნეტანიაჰუმ მთავარიო ოპოზიციური პარტიებს მოუწოდა გაერთიანებულიყვნენ ერთიან მთავრობაში,[100] მას შემდეგ, რაც ლაპიდმა ნეთანიაჰუს მოუწოდა „გვერდზე გადადოს განსხვავებები და შექმნას სასწრაფო, ვიწრო და პროფესიონალი მთავრობა.“[101]
პალესტინა
პალესტინის განათლების სამინისტრომ დააანონსა ყველა სკოლის დაკეტვა ღაზის სექტორში.[74] პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო ითხოვს სისხლის ჩაბარებებს.[64]
პალესტინის მთავრობის საგანგებო შეხვედრაზე პალესტინის პრეზიდენტმა მუჰამედ აბასმა განაცხადა, რომ პალესტინელებს აქვთ უფლება თავი დაიცვან „ახალდასახლებულებისა და ოლუპაციის სამხედროების ტერორის წინააღმდეგ“.[36] დასავლეთ სანაპიროში, რამალაში, გაიმართა აღნიშვნები.[5] 6 პალესტინელი დაიღუპა ისრაელის ჯარებთან შეტაკების შედეგად 7 ოქტომბერს,[72] ხოლო 126 დაიჭრა.[5]
ჰამასის ლიდერის მოადგილემ ალ ჯაზირას განუცხადა, რომ მისმა ძალებმა აიყვანეს საკმარისი ტყვე, იმისათვის, რომ ისინი გაცვალონ ისრაელის მიერ დაპატიმრებულ ყველა პალესტინელში.[71] ჰამასის სპიკერმა, აბუ ობაიდამ განაცხადა, რომ ისინი დატყვევებულ ისრაელის სამხედროებს „უსაფრთხო ადგილებში“ და გვირაბებში ამყოფებენ.[64]
საერთაშორისო
საერთაშორისო ლიდერებმა, მათ შორის არგენტინიდან, ბრაზილიიდან, ინდოეთიდან,[51][52]ევროპის ქვეყნების უმეტესობიდან და აშშ-დან დაგმეს ჰამასის თავდასხმა, სოლიდარობა გამოუცადეს ისრაელს და განაცხადეს, რომ ისრაელს აქვს უფლება თავი დაიცვას ჰამასის თავდასხმებისგან, მათ ჰამასის ქმედებები ტერორიზმად შერაცხეს.[49][50]არაბთა ლიგის ზოგი სახელმწიფო, როგორიცაა ომანი, იემენი და კატარი, ასევე არაარაბული ქვეყნები, როგორებიცაა ირანი და პაკისტანი მხარს უჭერენ პალესტინელებს და ჰამასს, ისინი ესკალაციაში ადანაშაულებენ ისრაელის მიერ პალესტინის ოკუპაციას. ქვეყნების ნაწილმა მხარეებს მოუწოდა დეესკალაციისაკენ და ცეცხლისშეწტვეტისაკენ.[54][55][50][102] იემენში, იორდანიაში, ლიბანში, ქუვეითში, თურქეთში, ბაჰრეინსა და ირანში გაიმართა პალესტინის მხარდამჭერი აქციები.[103] აქცია გაიმართა ბერლინშიც.[104]
გაეროს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტში ფაქტების დადგენის მუდმივმა მისიამ დაადგინა, რომ "არსებობს ერთმნიშვნელოვანი სამხილები იმისა, რომ ისრაელსა და ღაზას შორის ძალადობრივი მოქმედებების უკანასკნელი აფეთქებისა ჩადენილ იქნა ომის დანაშაულობანი" და, რომ "ყველამ უნდა აგოს პასუხი, ვინც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არღვევს და მშვიდობიან მოქალაქეებს სამიზნედ ირჩევს."[107]Human Rights Watch და Amnesty International განაცხადეს, რომ როგორც ჰამასის ასევე ისრაელის ქმედებები ომში სამხედრო დანაშაულობანს წარმოადგენენ[108][109].
პალესტინური დაჯგუფებების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულობანი
ჰამასი და სხვა შეიარაღებული პალესტინური დაჯგუფეფები შეიჭრნენ ათობით კიბუცში, მასობრივად დახოცეს და მძევლად აიყვანეს და ღაზაში გაიტაცეს 200-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე. Human Rights Watch-ის შეფასებით, ეს ქმედებები საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს ეწინააღმდეგება. სამართლის ექსპერტების შეფასებით, ეს ქმედებები ომის დანაშაულს, და შესაძლოა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულს, უტოლდებოდეს. ისრაელის ხელისუფლებამ პალესტინური დაჯგუფებების ქმედებები ომის დანაშაულად შეაფასა.
საერთაშორისო სამართლის გერმანელ-შვეიცარიელი ექსპერტის ანა პეტერსის შეფასებით, ჰამასის სამხედრო დანაშაულობანი არ შემოიფარგლება მისი ქმედებებით ისრაელში. მისი აზრით, ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის ფაქტობრივად ტყვედ აყვანა და ცოცხალ ფარად გამოყენება ასევე შეიძლება შეფასდეს როგორც ომის დანაშაული.
ისრაელი
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა 9 ოქტომბერს გამოსცა ღაზის სექტორის სრულმასშტაბიან ალყაში მოქცევისა და ისრაელიდან ელექტროენეერგის, საკვები პროდუქტების, საწვავისა და წყლის მიწოდების სრული შეწყვეტის ბრძანება[107]. Human Rights Watch-ის შეფასებით, ეს ზომები წარმოადგენს ღაზის სექტორის მშვიდობიანი მოსახლეობის კოლექტიურ დასჯას, რაც ომის დანაშაულს უტოლდება. გენოციდის ისრაელელი მკლევრის რაზ სეგალის მოსაზრებით, ისრაელის ბლოკადა და მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საკვებისა და წყლის მიწოდებაზე უარის თქმა წარმოადგენს გაეროს გენოციდის კონვენციის მეორე მუხლის დარღვევას, რომლის მიხედვითაც "ჯგუფის ისეთ მდგომარეობაში განზრახ ჩაყენება, რომელსაც შეუძლია ამ ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურება გამოიწვიოს" შესაძლებელია გენოციდად შეფასდეს. 15 ოქტომბერს ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაელ კაცმა გამოაცხადა, რომ წყლის მიწოდება ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში ნაწილობრივ აღდგება. ეს გადაწყვეტილება ბენიამინ ნეტანაჰუმ აშშ-ს პრეზიდენტთან შეთანხმების საფუძველზე მიიღო.
Human Rights Watch-ის განცხადებით, დადგინდა ისრაელის საჰაერო შეტევების დროს მის მიერ ფოსფორის ბომბების გამოყენების ფაქტები. ეს განცხადება ისრაელის თავდაცვის ძალებმა უარყვეს. Amnesty International-ის განცხადებით, მათ შეძლეს იმ სურათების ვერიფიცირება, რომლებზეც ისრაელის სამხედროების მიერ ისეთი საარტილერიო ყუმბარების გამოყებაა ასახული, რომლებზეც დატანებულია თეთრი ფოსფორის აღმნიშვნელი ნიშანი.
ანალიზი
ისრაელის ანალიტიკოსის სეთ ფრანცმანის თქმით, თავდასხმა ნიშნავდა ისრაელსა და ჰამასს შორის მიმდინარე კონფლიქტის შესამჩნევ ესკალაციას. იგი გამოირჩეოდა თავისი არსებითი მასშტაბით და მიღწევებით, მოიცავდა როგორც სარაკეტო სროლას, ასევე სასაზღვრო თავდასხმებს ღაზაში. ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი გადახვევა გააჩინა წინა კონფლიქტებისგან, რომლებიც, როგორც წესი, მოჰყვებოდა ეტაპობრივ დაძაბულობის თანდათანობით ესკალაციას.[110]
პოლიტიკურმა ჟურნალისტმა პიტერ ბომონტმა თავდასხმა შეაფასა, როგორც „დაზვერვის წარუმატებლობა“, იმის გათვალისწინებით, რომ ისრაელის მთავრობამ ვერ შეძლო მისი აღმოჩენა ადრე.[111]
↑ 50.050.150.2Michaelson, Ruth (7 October 2023). „Condemnation and calls for restraint after Hamas attack on Israel“. The Guardian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 October 2023. ციტირების თარიღი: 7 October 2023. ციტატა: „International leaders condemned an unprecedented incursion by Palestinian militants into southern Israel, while governments across the Middle East called for restraint after an attack that shook the Israeli security establishment.“
mir-3180Conserved secondary structure of the mir-3180 miRNA.IdentifiersSymbolmir-3180RfamRF02010 miRBase familyMIPF0000894HGNC38382Other dataRNA typemicroRNADomain(s)Eukaryota; MetazoaPDB structuresPDBe In molecular biology mir-3180 microRNA is a short RNA molecule. MicroRNAs function to regulate the expression levels of other genes by several mechanisms.[1] The mir-10 microRNA precursor is a short non-coding RNA gene that is part of an RNA gene family which contains mir-3180-1, mir-3...
Group of yōkai which appear above water Ayakashi from the Konjaku Hyakki Shūi by Sekien Toriyama Ayakashi (アヤカシ) is the collective name for yōkai that appear above the surface of a body of water.[1] In Nagasaki Prefecture, the atmospheric ghost lights that appear above water are called ayakashi, and so are the funayūrei in Yamaguchi Prefecture and Saga Prefecture.[1] In western Japan, ayakashi are said to be the vengeful spirits of those who died at sea and that th...
Het logo van het Nationaal Statistisch Instituut Het Nationaal Statistisch Instituut (Bulgaars: Национален статистически институт), afgekort als NSI (НСИ), is het Bulgaars Instituut voor de Statistiek. Het verzamelt en verschaft een grote hoeveelheid gegevens over het land en zijn verschillende bestuurslagen. Deze informatie is zowel bedoeld voor burgerlijke als voor bestuursdoeleinden op staats-, provinciaal- (oblasten) en gemeentelijkrechtelijke niveaus. He...
Drake Maverick Maverick em 2014 Informações pessoais Nascimento 30 de janeiro de 1983 (40 anos)Birmingham, West Midlands, Inglaterra Carreira na luta livre profissional Nome(s)de ringue Rockstar SpudSpudDrake Maverick Alturaanunciada 1,63 m Pesoanunciado 64 Kg Treinadopor Jack StormChris GilbertDon Charles Estreia 2001 James Curtin (30 de janeiro de 1983)[1] é um lutador de luta livre profissional britânico. Atualmente trabalha para a WWE no NXT, sob o nome de ringue Drake Maver...
Planned mass transit system in Buenos Aires Red de Expresos RegionalesTunnels connecting the main terminus in Buenos Aires, as shown on the renderOverviewLocaleBuenos AiresTransit typeRapid transit and Commuter railNumber of lines6Daily ridership3 million per day (projected)Websitebuenosaires.gob.ar/rerOperationBegan operationPlannedTechnicalSystem length16 km (9.9 mi) of tunnels added to existing 815 km (506 mi) networkTrack gauge1,676 mm (5 ft 6 in)1,...
High Street di Oxford, contoh klasik dari kota perguruan tinggi. Bangunan perguruan tinggi tersebar di seluruh penjuru kota, bahkan di antara toko-toko, seperti pada bagian kanan tengah dari gambar di atas. Sebuah kota perguruan tinggi adalah sebuah komunitas (sering kali berbentuk kota yang berdiri sendiri, namun dalam beberapa kasus, juga berupa bagian dari sebuah kota atau kabupaten) yang mayoritas aktivitas penduduknya berhubungan dengan perguruan tinggi di sana. Sebuah kota dapat disebut...
Salib Kasih, Objek Wisata rohani Kristen yang berada di Siatas Barita, dekat Tarutung, ibukota kabupaten Tapanuli Utara, Sumatera Utara Kekristenan di Sumatera Utara merupakan komunitas keagamaan Kekristenan terbesar di pulau Sumatra, Indonesia. Secara jumlah, Kekristenan di provinsi Sumatera Utara adalah kekristenan terbesar kedua di Indonesia setelah provinsi Nusa Tenggara Timur. Dalam Sensus Penduduk Indonesia 2010, jumlah pemeluk agama Kekristenan di Sumatera Utara sebanyak 4.025.737 jiwa...
Ecoregion in New Guinea Trans-Fly savanna and grasslandsThe Trans-Fly savanna in Papua New GuineaEcoregion territory (in purple)EcologyRealmAustralasianBiometropical and subtropical grasslands, savannas, and shrublandsBordersNew Guinea mangrovesSouthern New Guinea freshwater swamp forests,Southern New Guinea lowland rain forestsGeographyArea26,539 km2 (10,247 sq mi)CountriesIndonesiaPapua New GuineaCoordinates8°54′S 141°00′E / 8.9°S 141°E / -8.9;...
Gli Stati del mondo membri delle Nazioni Unite con le rispettive bandiere nazionali Gli Stati del mondo sono in totale 206, di cui 195 riconosciuti sovrani, 9 Stati semi o non riconosciuti e due Stati in libera associazione; sono considerati tali solo gli Stati indipendenti e non quelli membri di federazioni. Statistiche attuali 195 sono gli Stati generalmente riconosciuti sovrani a livello internazionale[1]: 193 membri dell'ONU (vedi Stati membri delle Nazioni Unite); 2 osservatori p...
British comedy W1AGenreComedyCreated byJohn MortonWritten byJohn MortonDirected byJohn MortonStarring Hugh Bonneville Jessica Hynes Monica Dolan Hugh Skinner Nina Sosanya Sarah Parish David Westhead Rufus Jones Ophelia Lovibond Jonathan Bailey Max Olesker Ivan Gonzalez Sara Pascoe Jason Watkins Joel Fry Narrated byDavid TennantTheme music composerLaurie JohnsonOpening themeLas Vegas (from Animal Magic)ComposerAndrew BlaneyCountry of originUnited KingdomOriginal languageEnglishNo. of series3No...
Australian singer-songwriter and guitarist Nathan CavaleriAustralian artist Nathan Cavaleri performs onstage with his guitar at the Opening Ceremony of the 2000 Sydney Paralympic Games.Background informationBorn (1982-06-18) 18 June 1982 (age 41)Sydney, New South Wales, AustraliaGenresRock, hard rock, blues, blues rock, alternative rockOccupation(s)Singer-songwriter, guitarist, former child actor.Instrument(s)Guitar, vocalsYears active1991–presentLabelsMushroom/Festival, MJJ/EpicWebsit...
Italian manager and banker This biography of a living person needs additional citations for verification. Please help by adding reliable sources. Contentious material about living persons that is unsourced or poorly sourced must be removed immediately from the article and its talk page, especially if potentially libelous.Find sources: Corrado Passera – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2012) (Learn how and when to remove this template me...
Town in North Carolina, United StatesFranklinville, North CarolinaTown SealLocation of Franklinville, North CarolinaCoordinates: 35°44′31″N 79°41′22″W / 35.74194°N 79.68944°W / 35.74194; -79.68944CountryUnited StatesStateNorth CarolinaCountyRandolphIncorporated1847Named forJesse Franklin[1]Area[2] • Total1.64 sq mi (4.24 km2) • Land1.62 sq mi (4.20 km2) • Water0.02 sq...
U.S. Latino advocacy nonprofit NCLR redirects here. For other uses, see NCLR (disambiguation). This article has multiple issues. Please help improve it or discuss these issues on the talk page. (Learn how and when to remove these template messages) The neutrality of this article is disputed. Relevant discussion may be found on the talk page. Please do not remove this message until conditions to do so are met. (August 2016) (Learn how and when to remove this template message) A major contribut...
The two sides of the Västra Strö 2 Runestone. The Västra Strö 2 Runestone, listed as DR 335 in the Rundata catalog, is a Viking Age memorial runestone located at the Västra Strö Monument, which is at a church that is about four kilometers northwest of Eslöv, Skåne County, Sweden. Description The Västra Strö Monument in 2009. The Västra Strö Monument consists of five standing stones and two runestones, DR 355 and the Viking runestone DR 334. The two stones have a Danish Rundata cat...
American college basketball season 2018–19 Appalachian State Mountaineers men's basketballConferenceSun Belt ConferenceRecord11–21 (6–12 Sun Belt)Head coachJim Fox (5th season)Assistant coaches Jason Allison Wilbur Allen I.J. Poole Home arenaGeorge M. Holmes Convocation CenterSeasons← 2017–182019–20 → 2018–19 Sun Belt Conference men's basketball standings vte Conf Overall Team W L PCT W L PCT Georgia State † 13 – ...
World War II Liberty ship of the United States History United States NameNiels Poulson NamesakeNiels Poulson Orderedas type (EC2-S-C1) hull, MC hull 2371 BuilderJ.A. Jones Construction, Brunswick, Georgia Cost$972,154[1] Yard number156 Way number4 Laid down6 July 1944 Launched18 August 1944 Sponsored byMrs. W.H. McWhirter Completed5 September 1944 Identification Call Signal: WSLR [1] Fate Struck a mine off Gorgona, Italy, 6 December 1946 Sold for scrapping, 20 February 1948 Ge...
Part of the firearm action Illustration of some firearm breechblocks A breechblock (or breech block) is the part of the firearm action that closes the breech of a breech loading weapon (whether small arms or artillery) before or at the moment of firing. It seals the breech and contains the pressure generated by the ignited propellant. Retracting the breechblock allows the chamber to be loaded with a cartridge. Breechblocks are categorised by the type or design of the mechanism by which it is ...
This article relies largely or entirely on a single source. Relevant discussion may be found on the talk page. Please help improve this article by introducing citations to additional sources.Find sources: The $128,000 Question – news · newspapers · books · scholar · JSTOR (May 2023) American game show The $128,000 QuestionDirected by Dick Schneider George Choderker Presented by Mike Darow (1976–1977) Alex Trebek (1977–1978) Narrated by Alan Kalter ...
Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!