ირაკლი კვირიკაძე (დ. 8 ოქტომბერი, 1992, თბილისი) — ქართველი მსახიობი.
ბიოგრაფია
დაიბადა და აღიზარდა თბილისში. დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი.
2014 წელს ირაკლიმ მთავარი როლი ითამაშა ფილმში „Tbilisi, I Love You“. იმავე წელს ის ნიუ-იორკში გაემგზავრა სამსახიობო კურსების გასავლელად ცნობილ Stella Adler Studio-ში. ნიუ-იორკში სწავლის დროს ის ქართველ რეჟისორს, რეზო გიგინეიშვილს, შეხვდა, რომელმაც მას მთავარი როლის შესრულება შესთავაზა ფილმში „მძევლები“. ფილმის პრემიერა ბერლინის 68-ე კინოფესტივალზე შედგა, სადაც ირაკლი ევროპის ყველაზე ნიჭიერ და პერსპექტიულ მსახიობთა ათეულში მოხვდა და პირველი ქართველი გახდა, რომელმაც „ევროპის ამომავალი ვარსკვლავის“ ჯილდო დაიმსახურა.[1][2]
2017 წელს ის მეუღლესთან ერთად ლოს ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. ქალაქში ყოფნის დროს ენტონი ჰოპკინზთან ერთად მონაწილეობა მიიღო ფილმში „Now Is Everything“. 2023 წელს კი, სხვა ქართველ მსახიობებთან ერთად ითამაშა Netflix-ის სათავგადასავლო თრილერში „Extraction 2“.[3]
ამჟამად იგი მონაწილეობს ახალ ქართულ სერიალ „ცვალებად ნიშნებში“[4], რომელიც სტუდენტების ცხოვრებასა და მათ თავგადასავლებზე გვიყვება. სერიალი Cavea+-ისა და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა.[5]
2019 წელს მიიღო აშშ-ის მოქალაქობა. გარდა ქართულისა, ირაკლი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.
ფილმოგრაფია
ფილმები
- 2014: „Tbilisi, I Love You“ (ირაკლი)
- 2017: „მძევლები“ (ნიკა)
- 2019: „Now Is Everything“ (ნიკოლას იარნა)
- 2020: „The Passanger“
- 2021: „Where Are You?“
- 2023: „Extraction 2“ (ივაინე)
სერიალები
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო