1929 წელს დაამთავრა დრამის კურსები ი. ზავადსკის ხელმძღვანელობით. 1925-1932 წლებში იყო ი. ზავადსკის თეატრ-სტუდიის მსახიობი, სადაც მან მრავალი მთავარი როლი შეასრულა. 1933-1934 წლებში მოსკოვის მუშათა მხატვრული თეატრის მთავარი რეჟისორია; 1934-1936 წლებში - ახალი თეატრის დირექტორი.[1]
1936 წლიდან რეჟისორი, 1938-1946 წლებში კი - მთავარი რეჟისორი კ. ს. სტანისლავსკის სახელობის მოსკოვის ოპერის თეატრში (1941 წლიდან - კ. სტანისლავსკის და ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს სახელობის მოსკოვის მუსიკალური თეატრი). 1946-1953 წლებში - მოსკოვის ოპერეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
1953-1961 წლებში - მოსკოვის პუშკინის სახელობის დრამატული თეატრის მთავარი რეჟისორი. 1961 წლიდან - კრემლის ყრილობათა სასახლის და პარალელურად 1964-1970 წლებში - დიდი თეატრის მთავარი რეჟისორი.
იოსებ თუმანიშვილი იყო მოსკოვში მრავალი ეროვნული დეკადების საკონცერტო წარმოდგენების სამხატვრო ხელმძღვანელი და დამდგმელი. მთავარი რეჟისორი იყო „ოლიმპიადა-80“-ის (მოსკოვი) გახსნისა და დახურვის ცერემონიების, სპორტული ფესტივალი „მეგობრობა-84“-ის შეჯიბრის ოფიციალური გახსნის ცერემონიის; ახალგაზრდობისა და სტუდენტების VI და XII მსოფლიო ფესტივალების გახსნისა და დახურვის ცერემონიების; მოსკოვში კეთილი ნების თამაშების გახსნის ცერემონისა (ბოლო სამი მის მიერ შეიქმნა გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე და მიეძღვნა მის ხსოვნას).
1928 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ასწავლიდა სამსახიობო ოსტატობას გლაზუნოვის სახელობის თეატალურ-მუსიკალურ სასწავლებელში (1951 წელს სასწავლებელი ГИТИС-ის შემადგენლობაში შევიდა[2] ). 1951 წლიდან ასწავლიდა ГИТИС- ში (1965 წლიდან - პროფესორი). 1970 წლიდან - მუსიკალური თეატრის მსახიობებისა და რეჟისორების კურსების სამხატვრო ხელმძღვანელი, ГИТИС-ის სარეჟისორო განყოფილების ხელმძღვანელი. იყო სკკპ წევრი 1956 წლიდან.