ინდოეთის პარლამენტი — ინდოეთის უმაღლესი ფედერალური საკანონმდებლო ორგანო. შედგება პრეზიდენტისა და ორი პალატისაგან: ქვედა პალატა - ლოკ-საბჰა (სახალხო პალატა) და ზედა პალატა - რაჯია-საბჰა (შტატების საბჭო)[1]. პარლამენტის რეზიდენცია სანსად-ბჰავანი მდებარეობს ნიუ-დელიში. კანონპროექტებს იღებენ პარლამენტის ორივე პალატის დამტკიცებისა და პრეზიდენტის მოწონების შემდეგ.