ილირიკუმი ან ილირის რომა ასევე ილირის ბარბარა — ძვ. წ. 167 - ახ. წ.10 წლებში არსებული რომის პროვინცია. მოიცავდა ტერიტორიას მდინარე დრინიდან (ჩრდილოეთი ალბანეთი) დასავლეთით ისტრიამდე (ხორვატია) და ჩრდილოეთით მდინარე სავამდე (ბოსნია და ჰერცეგოვინა). პროვინციის დედაქალაქი იყო სალონა, დღევანდელი სპლიტის მახლობლად. შემდგომ პროვინცია გაიყო: ჩრდილოეთ ნაწილს ეწოდა პანონია ხოლო სამხრეთს დალმაცია. სახელი ეწოდებოდა ამ ტერიტორიის რომაელების მიერ დაპყრობამდე არსებული ტომობრივი გაერთიანება ილირიის მიხედვით.[1][2]