ივან მიკლოში

იან მიკლოში
იან მიკლოში
სლოვაკ. Ivan Mikloš
სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
16 ოქტომბერი 2002 – 4 ივლისი 2006
წინამორბედიფრანტიშეკ ჰაინოვიჩი
მემკვიდრეიან პოჩიატეკი

სლოვაკეთის დროშა სლოვაკეთის ფინანსთა მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
9 ივლისი 2010 – 4 აპრილი 2012
წინამორბედიიან პოჩიატეკი
მემკვიდრეპეტერ კაზიმირი

დაბადებული2 ივნისი 1960 (63 წლის)
სვიდნიკი, პრესოვის რეგიონი, სლოვაკეთი
მოქალაქეობასლოვაკეთის დროშა სლოვაკეთი
პოლიტიკური პარტიასლოვაკეთის დემოკრატიული და ქრისტიანული კავშირი — დემოკრატიული პარტია
განათლებალონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლა

ი.ა.კომენსკის სახელობის უნივერსიტეტი

ბრატისლავას ეკონომიკური უნივერსიტეტი
პროფესიაპოლიტიკოსი

ივან მიკლოში ( სლოვაკ. Ivan Mikloš ; დ. 2 ივნისი 1960, სვიდნიკი, სლოვაკეთი, ჩეხოსლოვაკიის რესპუბლიკა ) — სლოვაკი პოლიტიკოსი, ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი 1998-2002 წლებში, ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი 2002-2006 წლებში, 2010-2012 წლებში იყო ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი ივეტა რადიჩევას მთავრობაში.[1]

ბიოგრაფია

ივან მიკლოში წარმოშობით არის ლემკოს რეგიონიდან, მიეკუთვნება რუსინების აღმოსავლეთსლავურ ეთნიკური ჯგუფს.

1979 წლიდან 1983 წლამდე სწავლობდა ეკონომიკას ბრატისლავას ეკონომიკურ უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ 1983-1987 წლებში ბრატისლავას ეკონომიკურ უნივერსიტეტში ასისტნტად მუშაობდა, შემდეგ კი უფროსი ასისტენტი ( 1987-1990 ) გახდა. 1990 წელს დაიკავა ვიცე-პრემიერის მრჩევლის თანამდებობა ეკონომიკური რეფორმების საკითხებში. 1990-1991 წლებში იყო პრემიერ-მინისტრის აპარატის ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორი.

1991 წლის 6 მაისიდან 24 ივნისამდე ივან მიკლოში პრივატიზაციის მინისტრად მუშაობდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრის იან ჩარნოგურსკის კაბინეტში. 1992 წლის შემდეგ რამდენიმე წლით ჩამოსცილდა პოლიტიკას. 1992 წლიდან 1998 წლამდე იყო ეკონომიკური ანალიტიკური ცენტრის „MES A 10“ დირექტორი. 1993 წელს სწავლობდა დიდ ბრიტანეთში ლონდონის ეკონომიკის სკოლაში. 1994 წლიდან 1998 წლამდე ასწავლიდა ტრნავას უნივერსიტეტში .

1993 წლიდან 2000 წლამდე იყო დემოკრატიული პარტიის („Demokratická strana“) წევრი, რომელმაც 1998 წლის სექტემბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო სლოვაკური დემოკრატიული კოალიციის ფარგლებში ოთხ დანარჩენ პარტიასთან ერთად. შდეგად, მოიპოვა ძალაუფლება. 1998 წლის 30 ოქტომბერს ივან მიკლოში დაინიშნა პრემიერ-მინისტრის მოადგილედ და ეკონომიკის მინისტრად ახალი პრემიერ-მინისტრის მიკულაშ ძურინდას კაბინეტში. პოსტი ოთხი წლის ვადით შეინარჩუნა.

2001 წელს იგი შეუერთდა დაარსებულ სლოვაკეთის დემოკრატიულ და ქრისტიანულ კავშირს ("SDKU"). 2002 წლის ნოემბერში იგი აირჩიეს თავმჯდომარის მოადგილედ ეკონომიკისა და განათლების საკითხებში. 2002 წლის არჩევნებში პარტია მეორე ადგილზე გავიდა, მაგრამ მაინც შექმნა სხვა კოალიციური მთავრობა. 2002 წლის 15 ოქტომბრიდან ივან მიკლოში იყო ვიცე-პრემიერი და ფინანსთა მინისტრი მიკულას ძურინდას მეორე კაბინეტში, მუშაობდა 2006 წლის 4 ივლისამდე . 2004 წელს ჟურნალმა Euromoney-მ იგი წლის ფინანსთა მინისტრად აღიარა. [2]

2006 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ივან მიკლოში კვლავ შევიდა ეროვნულ საბჭოში SDKU-DS-ს სიით. მუშაობდა საფინანსო, საბიუჯეტო და სავალუტო საკითხთა კომიტეტში. 2010 წელს ხელახლა აირჩიეს. 2010 წლის 9 ივლისს დაინიშნა ვიცე-პრემიერად და ფინანსთა მინისტრად ივეტა რადიჩევას მთავრობაში. 2012 წელს ის კიდევ ერთხელ გახდა პარლამენტის წევრი.

2016 წლის აპრილიდან გახდა უკრაინის პრემიერ-მინისტრის მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი.

2016 წელს დაჯილდოვდა ლეონტიევის საერთაშორისო მედლით სლოვაკეთის ეკონომიკის რეფორმაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. სხვა ქვეყნებისთვის გაწეული კონსულტაციებისთვის ეკონომიკური რეფორმების, ეკონომიკური კვლევებისა და ეკონომიკური განათლების საკითხებში.[3][4]

სქოლიო

  1. Ivan Miklos // Munzinger Personen გერმ.
  2. Finance minister of the year 2004: Miklos has no time for bullies. ციტირების თარიღი: 2017-12-22
  3. "Historical summary of the Ministers of Finance of the Slovak Republic since 1969 till present". Ministry of Finance of the Slovak Republic.
  4. "Ukraine needs to continue, step up reforms or country could roll back – Miklos".

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!