აიდა ჯაპო (ბოსნ. Aida Đapo; დ. 5 ივნისი 1990), ასევე ცნობილი ფსევდონიმით იდა ვან მიუნსტერი (Idda van Munster) — ბოსნიელი ბლოგერი, მსახიობი და მოდელი.
ბიოგრაფია
ჯაპო დაიბადა ჰერცეგოვინის ქალაქ ტრებინეში. მან გახსნა ინგლისურენოვანი ბლოგი ბლოგსპოტზე, სადაც ფსევდონიმად აირჩია იდა ვან მიუსტერი, 90-იანების სიტკომის, მიუნსტერების ოჯახის მიხედვით. მისი სამოდელო კარიერაც ცოტა ხანში დაიწყო.[1] შემდეგ იგი მონაწილეობდა რამდენიმე ვიდეოკლიპში.[2] 2013 წლის 23 ივლისს ვებსაიტმა BeautifulWomen ჯაპო დაასახელა 2013 წლის ულამაზეს ქალად, რაც მაშინვე აიტაცეს ბოსნიურმა საინფორმაციო სააგენტოებმა.[3][4][5]
სქოლიო