იანა-ინდიგირკის დაბლობი

იანა-ინდიგირკის დაბლობი
რუს. Яно-Индигирская низменность
კოორდინატები: 71° ჩ. გ. 142° ა. გ. / 71° ჩ. გ. 142° ა. გ. / 71; 142
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული სახა (იაკუტია)
სიმაღლე 30–80 
სიგრძე 600 კმ
სიგანე 300 კმ
ჰიდროგრაფია იანა, ინდიგირკა
იანა-ინდიგირკის დაბლობი — რუსეთი
იანა-ინდიგირკის დაბლობი

იანა-ინდიგირკის დაბლობი[1] (რუს. Яно-Индигирская низменность) — დაბლობი რუსეთში, იაკუტიაში (სახაში), ჩრდილო-აღმოსავლეთ ციმბირში. ზღვისპირა, ძლიერ დაჭაობებული დაბლობია. გადაჭიმულია 600 კმ-ზე, ლაპტევებისა და აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის გასწვრივ, ბუორ-ხაიის უბიდან (აღმოსავლეთში; მდ. იანის დელტის ჩათვლით) მდ. ინდიგირკის დელტამდე (დასავლეთში). სიგანე 300 კმ-მდე. საშუალო სიმაღლე 30–80 მ. ცალკეული შთენილი სოპკები აღმართულია 300 მ სიმაღლემდე; უმაღლესი წერტილი 533 მ-ია. აგებულია ზღვიური და ალუვიური დანალექებითა და ნამარხი ყინულით. ყველგანაა მრავალწლოვანი მზრალობა და მასთან დაკავშირებული რელიეფის ფორმები: მრავალი თერმოკარსტული ღრმული (ალასები), რომლებიც ტბებითაა შევსებული, ბაიჯარახები (აშმუშნული ბორცვები) და პოლიგონური გრუნტები. ჩრდილოეთ ნაწილში ტიპურია არქტიკის ხავს-ლიქენიანი და ბუჩქნარიანი ტუნდრის ლანდშაფტები, სამხრეთსა და მდინარეთა ხეობებში — ფოთლოვანი მეჩხერი ტყისა.[2]

სქოლიო

Strategi Solo vs Squad di Free Fire: Cara Menang Mudah!