იალუს ველი ანუ „ლერწმის ველი“ — ნეტართა კურთხეული ქვეყანა ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში. ერთგვარი საიქიო სამყარო, სადაც უცოდველი სულები ხვდებოდნენ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ. სულისთვის საბოლოო განაჩენი ოსირისის სამყოფელში 42 ღვთაებრივ მსაჯულს გამოჰქონდა განვლილი ცხოვრების გათვალისწინებით.