იაკობ ზაკი (დ. 7 ნოემბერი, 1913, ოდესა — გ. 5 ივნისი, 1976, მოსკოვი) — წარმოშობით უკრაინელი ებრაელი საბჭოთა პიანისტი და პედაგოგი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1966).
ბიოგრაფია
1930-1932 წლებში სწავლობდა ოდესის კონსერვატორიაში. 1935 წელს დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტურა, ჰენრიხ ნეიჰაუზის კლასი. ამავე წლიდან მართავდა კონცერტებს. რამდენჯერმე იყო გასტროლებზე ევროპასა და ამერიკაში. 1935 წლიდან იყო მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი, 1947 წლიდან კი პროფესორი. იყო ელისო ვირსალაძის პედაგოგი.[4]
ლიტერატურა
სქოლიო